მთავარი / სიახლეები / ლოკატელი: “ძალიან სასარგებლო და პოზიტიური ტესტი იყო”

ლოკატელი: “ძალიან სასარგებლო და პოზიტიური ტესტი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ მადრიდის „რეალთან“ მატჩის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ძალიან სასარგებლო და პოზიტიური ტურნე იყო.

„კარგი ტესტი იყო. შედეგისთვის ვწუხვართ, მაგრამ კარგი რაღაცებიც დავინახე. გუნდი სეზონის წინ კარგად მუშაობს და იზრდება. არ ვმალავთ, რომ ჩემპიონობის დაბრუნება გვინდა და ამისთვის ვიმუშავებთ. უნდა ითქვას, რომ ყველაფერს მაღალ დონეზე ვაკეთებთ. კარგი ატმოსფეროა და მართლაც სასარგებლო და პოზიტიური ტურნე იყო“, – თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ამერიკული შეკრება 1 მოგებით („ჩივასთან“ 2:0), 1 ფრით („ბარსელონასთან“ 2:2) და 1 წაგებით („რეალთან“ 0:2) დაასრულა. ტურინული გრანდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 3 აგვისტოს “იუვეს” მეორე გუნდთან გამართავს, ხოლო 7 აგვისტოს, თელ ავივში მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ ითამაშებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …