მთავარი / სიახლეები / პარედესის ტრანსფერი: პსჟ და “იუვე” ერთ საკითხზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ

პარედესის ტრანსფერი: პსჟ და “იუვე” ერთ საკითხზე ჯერ ვერ შეთანხმდნენ

ლეანდრო პარედესის „იუვენტუსში“ ტრანსფერი ჯერ კიდევ შეფერხებულია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელთან შეთანხმება დიდი ხანია არსებობს და თითქმის პსჟ-სთანაც, მაინც პრობლემაა.

როგორც ცნობილი გახდა, პარიზელები იჯარას და გამოსყიდვის ვალდებულებას ითხოვენ, ხოლო „იუვეს“ იჯარა გამოსყიდვის უფლებით სურს. სწორედ ამ საკითხზე მხარეები მოლაპარაკებებს და მუშაობას აგრძელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტურინში თავდაჯერებული არიან და ოპერაციის წარმატებით დასრულების დიდი იმედი აქვთ, გაიჟღერა სათადარიგო ვარიანტმაც – „ასტონ ვილადან“ დუგლას ლუისის ტრანსფერმა.

ჯერჯერობით, „იუვენტუსისთვის“ პრიორიტეტული ისევ არგენტინელი ნახევარმცველის დამატებაა, თუმცა გამორიცხული არაფერია. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კი ორი დღეა დარჩენილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …