მთავარი / სიახლეები / სერია A / დი მარია ბრუნდება, მილიკი და გატი შეიძლება ძირითადში მოხვდნენ

დი მარია ბრუნდება, მილიკი და გატი შეიძლება ძირითადში მოხვდნენ

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეოთხე ტურში „სპეციას“ უმასპინძლებს. ანხელ დი მარია დაბრუნებასთან ახლოსაა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა გუშინ გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშა და იტალიური მედია წერს, რომ კარგი შეგრძნებები არსებობს. ანხელი სავარაუდოდ, „სპეციასთან“ სათადარიგო სკამზე იქნება, ხოლო ძირითად შემადგენლობაში მისი დაბრუნება „ფიორენტინასთან“ ან „პარი სენ ჟერმენთანაა“ მოსალოდნელი.

გარდა ამისა, „სპეციასთან“ შესაძლოა ფედერიკო გატის დებიუტი შედგეს. ვინაიდან მჭიდრო კალენდარი იწყება, ახალგაზრდა მცველი როტაციაში უნდა ჩაერთოს. ნახევარდაცვაში სავარაუდოდ, ისევ რაბიო-ლოკატელი-მირეტის ტრიო იმოქმედებს, ხოლო შეტევაში კუადრადო-ვლაჰოვიჩი-კოსტიჩი.

თუმცა, არაა გამორიცხული ძირითადში არკადიუშ მილიკის გამოჩენაც, რომელმაც თქვა, რომ ვლაჰოვიჩთან ერთად თამაში შეუძლია. ამ ეტაპზე ლეონარდო ბონუჩი არ ითამაშებს, კაპიტანი სავარაუდოდ, გუნდს ფლორენციაში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ „სპეციას“ 31 აგვისტოს დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …