მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ფაჯოლი რჩება, დი მარია დაბრუნდა”

ალეგრი: “ფაჯოლი რჩება, დი მარია დაბრუნდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპეციასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ნიკოლო ფაჯოლი რჩება, ნიკოლო როველა კი კარიერას „მონცაში“ გააგრძელებს. გარდა ამისა, ალეგრიმ დაადასტურა, რომ ანხელ დი მარიას თამაში შეუძლია და გუნდის განკარგულებაშია.

„შემადგენლობა ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს. ფაჯოლი და დი მარია ხელმისაწვდომი არიან და ვნახოთ, ითამაშებენ, თუ არა. 4 ქულა დავკარგეთ „სამპდორიასა“ და „რომასთან“, ხვალ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მილიკი? ვნახოთ.

ახალგაზრდები? მოდით, მათაც ფეხბურთელები დავუძახოთ, თორემ ვიღაც ფიქრობს, რომ ახალგაზრდების კონცეფციას ვამცირებ. მირერტიმ კარგად ითამაშა, მაგრამ აღდგენაც სჭირდება, რადგან არსებობს ემოციური კომპონენტებიც. თუ ახალგაზრდა მოთამაშეა კარგია, თამაშობს. მას შემდეგ, რაც მწვრთნელი ვარ, არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც შანსი პატარა ასაკში მივეცი და დღემდე სერია A-ში თამაშობენ.

პოგბა ამჟამად არ არის ჩვენს განკარგულებაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება, მომდევნო კვირიდან ცოტათი სირბილს დაიწყებს. პოგბა მშვიდად არ არის მოედანს მიღმა მიმდინარე პროცესებით? არ მინახავს ის, ტრავმირებულები ცალკე მუშაობენ და გუნდისგან განსხვავებულ დროებში. პარედესი? ვფიქრობ, ამაზე სასაუბრო არაფერია, ის პსჟ-ს ფეხბურთელია.

გატის გუნდთან ინტეგრაცია კარგად მიმდინარეობს. ბონუჩი „ფიორენტინასთან“ დაგვიბრუნდება. მიხარია, რომ გატი გვყავს, ხვალ გადავწყვეტ, ითამაშებს თუ არა. ამჟამად ფეხბურთელების დასვენება საჭირო არაა, „სპეციასთან“ საუკეთესო შემადგენლობა უნდა დავაყენო, რადგან რთული მატჩი იქნება, იმიტომ, რომ „სამპდორიასთან“ ცუდი თამაშის შემდეგ „რომასთან“ თამაში უფრო ადვილი იყო, ახლა კი უფრო რთული თამაში იქნება.

დანილო? მან კარგად ითამაშა, მაგრამ სხვა მცველებითაც კმაყოფილი ვარ. თუმცა, ცხადია, ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია. მაკკენი? პრობლემების მიუხედავად, მას სათამაშო დრო სჭირდებოდა და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა.

ფაჯოლი? აგენტის სიტყვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ნიკოლოთი კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ გუნდში დარჩენა. როველა? ის გვტოვებს, უკვე გაემგზავრა „მონცაში“. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მისი აქ დარჩენა და სათამაშო დროის არქონა მისთვის კარგი არ იქნებოდა“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სპეციას“ მატჩი 31 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …