მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: კიელინიმ “იუვენტუსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ოფიციალურად: კიელინიმ “იუვენტუსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ტურინელთა კაპიტანი გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება. „იუვეს“ ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

კიელინის კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, მაგრამ მხარეები უპრობლემოდ შეთანხმდნენ. ჯორჯოს 2022 წლის მუნდიალზე თამაში სურს, რომელიც 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება და ორწლიანი კონტრაქტიც ამასთან კავშირში უნდა იყოს.

ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან თამაშობს და 535 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი. ის „იუვეში“ 9-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 5-ჯერ იტალიის თასისა და იტალიის სუპერთასის გამარჯვებული, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალს უწია.

ცოტა ხნის წინ კიელინი იტალიის ნაკრების კაპიტნის რანგში ევროპის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …