მთავარი / სიახლეები / ესპანური მედია: რონალდუს “იუვენტუსის” დატოვება სურს

ესპანური მედია: რონალდუს “იუვენტუსის” დატოვება სურს

ტურინის „იუვენტუსის“ დატოვება კრიშტიანუ რონალდუს ისევ სურს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა As-ი წერს.

როგორც გავლენიანი გამოცემა იტყობინება, პორტუგალიელს უკვე 6 თვეა, რაც ტურინიდან აბარგება სურს, მაგრამ ფინანსური კრიზისი, რაც საფეხბურთო სამყაროშია გამეფებული, ტრანსფერს ხელს უშლის.

მას იმედი აქვს, რომ მადრიდის „რეალში“ დაბრუნდება, რისი შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ თუ კილიან მბაპე „რეალს“ შეუერთდება, მაშინ რონალდუს „პარი სენ ჟერმენში“ ტრანსფერი რეალური გახდება. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 თვეა დარჩენილი და ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

რონალდუ ამჟამად „იუვესთან“ ერთად ემზადება და კლუბის ხელმძღვანელებმა არაერთხელ უარყვეს ცნობა, რომ ის იტალიური გრანდიდან მიდის. კრიშტიანუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს და 133 შეხვედრაში 101 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …