მთავარი / სიახლეები / კიელინის ინტერვიუ: “იუვესთან” ჩემი ურთიერთობა ყველაფერს სცილდება”

კიელინის ინტერვიუ: “იუვესთან” ჩემი ურთიერთობა ყველაფერს სცილდება”

ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუც მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა. მათ შორის, ახალ კონტრაქტზე და უახლოეს მიზნებზე.

უსასრულობა – 19 წელი „იუვეში“? უმჯობესია არ ვიფიქრო ამაზე, თორემ თავს უფრო მოხუცად ვგრძნობ (იცინის). ბედნიერი ვარ, ხშირად ეს ფორმალობებია, მაგრამ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. აქ ჩამოვედი მაშინ, როცა სრულწლოვანი ახალი გამხდარი ვიყავი, ახლა კი ოჯახის მამა ვარ, ზრდასრული და შეგნებული ადამიანი, რომელიც ბოლო წლებში ყოველი მომენტით ტკბება. ნამდვილად მაქვს იმედი, რომ შევძლებ გუნდის დახმარებას ტიტულების მოპოვებაში, რაც აქ ყოველთვის მთავარია.

კონტრაქტის გაფორმება – როგორც კი მივხვდი, რომ ჩემმა სხეულამ მომცა საშუალება თამაში გამეგრძელებინა, ორივე მხარეს გვქონდა სურვილი კონტრაქტი გაგვერძელებინა. იყო სიტუაციები და დრო, რამაც კონტრაქტის გაფორმება შეაფერხა, მაგრამ ჩემი ურთიერთობა „იუვესთან“ სცილდება ყველაფერს. მე ჩემი მომავალი აქ ეჭვქვეშ არასდროს დამიყენებია.

ალეგრი – შევხვდით და ვხუმრობდით, როგორც ლივორნოელები სხვადასხვა საკითხებზე. ბედნიერი ვარ, რომ მასთან კიდევ ვიმუშავებ, ის არის ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ მოგვცა. დარწმუნებული ვარ, ის არის შესაფერისი ადამიანი, რომ შექმნას ახალი ციკლი და დავბრუნდეთ მწვერვალზე. მზად ვარ ჩემი წვლილი მოედანზე შევიტანო, ასევე მოედნის მიღმაც.

ევროპის ჩემპიონი – რა კმაყოფილებაა! გარკვეულ ასაკში ლამაზი მომენტებით ტკბობა უფრო მეტად შეგიზლია, რადგან იცი მათი ღირებულება და იცი რამდენად რთულია რაღაც დონეზე მიღწევა. სიხარულით და ბედნიერებით, რომლით ჩვენ ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატი, ფინდამენტური ინგრედიენტებია, რომელიც „იუვეშიც“ უნდა შემოვიტანოთ.

სწორი რეცეპტი – გუნდში არიან ტექნიკურად და ადამიანურად ძალიან მაგარი ბიჭები, ზოგი ახალგაზრდა, ზოგი არც ისე ახალგაზრდა. აუცილებელი იქნება ვიპოვოთ ბედნიერი ატმოსფერო და ერთად ყოფნის სიამოვნება, რაც ასევე იყო იტალიის ნაკრების ერთ-ერთი უდიდესი წარმატების საიდუმლო.

მუნდიალი ყატარში – ერთ წელზე ოდნავ მეტ ხანშია. ვცდილობ, ვიფიქრო აწმყოზე, თუ გამიმართლებს და კარგად ვიქნები, შევძლებ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში და ბედნიერი ვიქნები. მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მაინც ბედნიერი ვიქნები. ამ წლებში მივხვდი, რომ ნამდვილი სიხარული არის აწმყოთი ცხოვრება, ისე, რომ ძალიან შორეული მიზნები არ დავისახოთ“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინის „იუვენტუსში“ 2005 წლიდან დღემდე 535 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …