მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” სრული შემადგენლობით შეიკრიბა

“იუვენტუსი” სრული შემადგენლობით შეიკრიბა

ტურინის “იუვენტუსი” სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის მონაწილე ფეხბურთელები შვებულებიდან დაბრუნდნენ და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში არიან.

“იუვეს” 2 აგვისტოს ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, ფედერიკო ბერნარდესკი, ფედერიკო კიეზა, დანილო, ალექს სანდრო შეუერთდნენ. მათ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშეს.

“იუვენტუსი” უახლოეს მატჩს 8 აგვისტოს, გამპერის თასზე სტუმრად “ბარსელონასთან” გამართავს, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 22 აგვისტოს “უდინეზეს” ესტუმრება.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …