მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “სახლში დაბრუნების დრო მოვიდა”

ბონუჩი: “სახლში დაბრუნების დრო მოვიდა”

ლეონარდო ბონუჩი შვებულებიდან დაბრუნდა და „იუვენტუსში“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. იტალიელმა ფეხბურთელმა პირველი ვარჯიშის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„სახლში დაბრუნების დრო მოვიდა, შავ-თეთრი მაისურის ჩაცმის და თავიდან დაწყების. ორთვიანი სიხარულისა და ძალისხმევის შემდეგ, რომელმაც „აძურის“ მაისურით მწვერვალამდე მიგვიყვანა. დღეს არის ახალი დასაწყისი, იგივე სრუვილით, როგორც ყოველთვის, ძალიან კონკრეტული მიზნებით, რომ „იუვენტუსმა“ შესანიშნავი სეზონი ჩაატაროს.

იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ გამარჯვებული გმირები, რომლებიც ამ მაისურის იდენტიფიცირებას ახდენენ. იმის გამო, რომ შეგრძნებებით, გამარჯვების ემოციებით შიგნიდან მხოლოდ ერთ რამეს გრძნობ: კვლავ გამარჯვებას“, – დაწერა ბონუჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …