მთავარი / სიახლეები / ორი ეპოქის დასასრულის დღე: კიელინის და დიბალას ბოლო მატჩი ტურინში

ორი ეპოქის დასასრულის დღე: კიელინის და დიბალას ბოლო მატჩი ტურინში

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 37-ე ტურში რომის „ლაციოს“ უმასპინძლებს და სეზონში ბოლო საშინაო შეხვედრას ჩაატარებს.

„იუვესთვის“ მატჩს რეალური სატურნირო დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ეს მატჩი ფანებისთვის მაინც მძიმე იქნება, რადგან დღეს ბოლო საშინაო თამაშს ჯორჯო კიელინი და პაულო დიბალა ჩაატარებენ.

ამრიგად, „იუვენტუსის“ ტიფოზები კიელინის და დიბალას უნდა დაემშვიდობნონ, რაც „ალიანც სთედიუმზე“ ცხადია, დიდ ემოციებს გამოიწვევს.

ჯორჯო კიელინი „იუვენტუსის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავდა და 559 მატჩში 36 გოლი გაიტანა, ხოლო პაულო დიბალამ 2015 წლიდან დღემდე 291 თამაშში თავი 115-ჯერ გამოიჩინა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …