მთავარი / სიახლეები / დიბალა: “მეგონა, ერთად უფრო დიდხანს ვიქნებოდით, მაგრამ ამ 7 წელს ვერავინ წაშლის”

დიბალა: “მეგონა, ერთად უფრო დიდხანს ვიქნებოდით, მაგრამ ამ 7 წელს ვერავინ წაშლის”

ტურინის „იუვენტუსში“ პაულო დიბალა 16 მაისს ბოლო საშინაო მატჩს ჩაატარებს. არგენტინელმა ფეხბურთელმა თამაშისწინა დღეს სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.

„ძნელია შესაბამისი სიტყვების პოვნა დასამშვიდობებლად, შუაში არის ამდენი წელი, ამდენი ემოცია, ყველა ერთად. მეგონა, რომ უფრო მეტი წელი ვიქნებოდით ერთად, მაგრამ ბედი სხვადასხვა გზაზე გვაყენებს.არასდროს დამავიწყდება არაფერია, რაც აქ განვიცადე, ყოველი თამაში, ყოველი გოლი. თქვენთან გავიზარდე, ვისწავლე და ვიოცნებე. 7 მაგიური წელი იყო, 12 ტიტული და 115 გოლი, რომელსაც ვერავინ წაშლის, ვერასდროს.

მადლობა, რომ მხარში რთულ მომენტებში მედექით. მადლობა, რომ ჩემს გვერდი იყავით ამ წლებში: პირველიდან ბოლო ადამიანამდე, გულშემატკივრებიდან კლუბში მომუშავე პერსონალამდე, ყველას, მწვრთნელებს და თანაგუნდელებს.

ამ უმნიშვნელოვანესი მაისურის ტარება კაპიტნის სამკლაურთან ერთად ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი სიამაყე იყო, რომელზეც ოდესმე შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვები.

ხვალ ჩემი ბოლო მატჩი იქნება ამ მაისურით, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეს ჩვენი ბოლო დამშვიდობება იქნება. ადვილი არ იქნება, მაგრამ მოედანზე ღიმილით და თავაწეული გავალ იმის გაცნობიერებით, რომ თქვენთვის ყველაფერი გავიღე“, – დაწერა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ „იუვენტუსში“ 2015 წლიდან დღემდე 291 მატჩი ჩაატარა და 115 გოლი გაიტანა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Paulo Dybala (@paulodybala)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …