მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “ვლაჰოვიჩი შემიძლია რონალდუს შევადარო, მომავალი მისია”

ნედვედი: “ვლაჰოვიჩი შემიძლია რონალდუს შევადარო, მომავალი მისია”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა სეზონის მიზნებზე, სკუდეტოზე, იმ ფეხბურთელებზე, რომელთაც სეზონის ბოლოს კონტრაქტები ეწურებათ, 23-წლამდე გუნდსა და დუშან ვლაჰოვიჩზე.

„ფეხბურთში ადვილი არაფერია, სეზონის განმავლობაში ყოველთვის გვაქვს მიზნები, ფინალთან ერთად ნაბიჯში ვართ, ასე რომ იტალიის თასის მოგებასთან უფრო ახლოს ვართ. სხვების პატივისცემით, მაგრამ ეს მიზანი მიღწევადია.

კონტრაქტის განახლებები? არა მგონია, ამან პრობლემები გამოიწვიოს, რადგან ფეხბურთელებს მკაფიოდ ვესაუბრეთ, ვთქვით, რომ ამ მომენტში სპორტულ მიზნებს ვანიჭებთ უპირატესობას, მათ ესმით ეს და ისე იქცევიან, როგორც პროფესიონალები, როგორც უნდა იყოს, რადგან ყველას აქვს კონტრაქტი, ზოგს ხანგრძლივი, ზოგის ივნისში იწურება, მაგრამ არც ჩვენთვის და არც მათთვის ეს პრობლემა არაა.

სკუდეტო? „ტორინოს“ და „ატალანტას“ მატჩების შემდეგ გიპასუხებდით, რომ შეუძლებელია. ახლა ვნახოთ, ლიდერებმა ტემპი ცოტა შეანელეს და ცოტა მივუახლოვდით. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა. სკუდეტოსთვის ჯერ ვერ ვიბრძვით, ძნელი იქნება ქულების აღმოფხვრა, თითქმის შეუძლებელია.

23-წლამდე გუნდის მნიშვნელობა? ჩვენ გვჯერა ამ პროექტის და მიკვირს, რომ სხვებმა არ მოგვბაძეს. პრიმავერადან პირველ გუნდში გადასვლა თითქმის შეუძლებელია, ასე კი ნახევარ ნაბიჯში ხარ. ახლა ვაცნობიერებთ, რომ სერია C-დან ფეხბურთელები უფრო მზად არიან, ვიდრე წინა წლებში.

ვლაჰოვიჩი რა დონეზეა? მან აბსოლუტურად გამაოცა. ევროპის დიდი ფეხბურთელების დონეზეა. შემიძლია შევადარო კრიშტიანუ რონალდუს. ის მხოლოდ 22 წლისაა, შესანიშნავად აზროვნებს და შეუძლია დიდი საქმეების გაკეთება, მომავალი მისია. რა რჩევას მივცემდი? ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს და რჩევებს ის აძლევს. ჩუმი, თავმდაბალი და ჭკვიანი ბიჭია, ყველა თვისება მნიშვნელოვანია დიდ ფეხბურთელად ქცევისთვის“, – თქვა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …