მთავარი / სიახლეები / “ფიორენტინა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ფიორენტინა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ფიორენტინა“ 1:0 დაამარცხა და ფინალს მიუახლოვდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

პერინი 6 – დასაწყისში რამდენჯერმე არადამაჯერებელი იყო, მაგრამ კარი მშრალად შეინახა. ახლა კონტრაქტის განახლების დროა.

დანილო 6.5 – გამოცდილება, ყოველთვის სწორ ადგილას იყო, პოზიციის მიუხედავად.

დე ლიხტი 6.5 – „იუვეში“ ისევ საუკეთესოა.

დე შილიო 5 – ისეთ პოზიციაზე ითამაშა, რომელიც მისთვის უცხოა და ბოლომდე ვერ აითვისა, შეცდომებს უშვებდა დაზღვევაზე და იკონესთან გაუჭირდა.

აკე 5.5 – ძირითადში დებიუტი ჰქონდა, გარემარბია, მაგრამ სხვა პოზიციაზე ითამაშა და გაუჭირდა.

კუადრადო 6.5 – ვენუტის ავტოგოლი არსებითად მისი დამსახურებაა.

ლოკატელი 5.5 – ორმაგ ფაზაში გუნდს ძალა შემატა, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მოუკლო. საგოლე შეტევა კარგი პასით დაიწყო.

არტური 6.5 – ტორეირას აკონტროლებდა, დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში და გუნდი თითქმის გოლისგან იხსნა.

რაბიო 6 – როგორც ძალიან ხშირად ხდება, არასტაბილური იყო, მაგრამ კუადრადოს გოლში წვლილი მას მიუძღვის.

პელეგრინი 5.5 – ისევ ძირითადში ითამაშა, თავისი საქმე გააკეთა დაცვაშიც, მაგრამ იკონესთან გაუჭირდა.

ვლაჰოვიჩი 6 – მხოლოდ ერთი შანსი მიიღო და თითქმის გოლი გაიტანა.

კინი 5 – უშედეგო თამაში, ამჯერად დაკარგული შანსი.

მორატა 5 – მილენკოვიჩი მას ყოველთვის აჩერებს, კინზე უკეთ არ უთამაშია.

ალეგრი 6 – თუ მიზანი არწაგება იყო, მისია შესრულებული გახლდათ, მაგრამ ბოლოს საერთოდ მოიგო. მართალია, გუნდს 9 ფეხბურთელი აკლდა, პლუს ბონუჩი, მართალია, დაღლილობაცაა, მაგრამ იყო გუნდი, რომელიც შედგებოდა ფეხბურთელებისგან, რომლებიც „ფიორენტინას“ ძირითად შემადგენლობაში მოხვდებოდნენ. გუნდმა ძალიან ცოტა რამ გააკეთა მოედანზე, თუმცა მაინც გაიმარჯვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …