მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “ვიცოდით, რომ კოსტიჩი სოლიდური ფეხბურთელი იყო”

ნედვედი: “ვიცოდით, რომ კოსტიჩი სოლიდური ფეხბურთელი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ევროპა ლიგის წილისყრა შეაფასა და გარდა ამისა, სხვადასხვა საკითხებზეც ისაუბრა.

„ნანტს“ 14 ტურის შემდეგ ლიგა 1-ში 12 ქულა აქვს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, აქვთ დრო, რომ კარგად მოემზადებიან. მანამდე ჩვენც გვაქვს დრო, რომ რაღაცები გამოვასწოროთ.

ბოლო მატჩები ჩემპიონატში კარგად ჩავატარეთ, გოლიც არ გაგვიშვია. ტრავმების გამო იდეალური მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ ვინც მოედანზე იყო, ყველამ კარგად ითამაშა. კოსტიჩი? ვიცოდით, რომ სოლიდურ ფეხბურთელს ვიმატებდით. თავის მას გაუჭირდა სხვა ტიპის ჩემპიონატთან შეგუება, ბევრად უფრო ტაქტიკურთან. ახლა ის აჩვენებს, მისთვის იდეალურ პოზიციაზე როგორ შეუძლია თამაში.

გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მნიშვნელოვანი სათამაშო დრო მიიღეს, მაგრამ ფაჯოლისა და მირეტის შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ მზა მოთამაშეები ვიპოვეთ, რომლებიც „იუვეს“ ნაწილი იქნებიან. პოგბას, კიეზასა და დი მარიას დაბრუნებით შეგვიძლია ბევრი რამისთვის ვიბრძოლოთ. სანაკრებო პაუზა შეიძლება ძალიან დაგვეხმაროს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ახალგაზრდულ სექტორში მუშაობს.

კერუბინიმ და მისმა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავეს. მეორე გუნდის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია, ბიჭები უფრო მეტად მზად არიან მთავარი გუნდისთვის. იანვრის სატრანსფერო ბაზარი? ძალიან საინტერესო ფანჯარა იქნება, მაგრამ არა ჩვენთვის. გუნდში გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც მიმდინარე სეზონის კარგად ჩატარება შეუძლიათ“, – თქვა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …