მთავარი / სიახლეები / ფაბიო მირეტი: “მწვრთნელის და კლუბის ნდობას ვგრძნობ”

ფაბიო მირეტი: “მწვრთნელის და კლუბის ნდობას ვგრძნობ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფაბიო მირეტი Tuttosport-მა იტალიის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.

19 წლის ნიჭიერმა მოთამაშემ პრიზის მიღების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს არის პატარა მიღწევა, რომელიც მიბიძგებს, რომ უფრო მეტი გავაკეთო და მოვუმატო. ძალია აღელვებული ვარ, ამ ჯილდოსთვის ყველას მადლობას ვუხდი. განსაკუთრებით „იუვენტუსს“, რომელიც დღითიდღე გაზრდის საშუალებას მაძლევს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ახალგაზრდულ სექტორს, რომელმაც მომცა საშუალება აქამდე მოვსულიყავი.

ინგლისის პრემიერლიგას ხშირად ვუყურებ, ჩემთვის მისაბაძი მოთამაშე დე ბრუინია, საოცარი ფეხბურთელია. ტელევიზორში ყურებით ვცდილობ მისგან, რაც შეიძლება ბევრი სათამაშო თვისება გადავიღო.

დიახ, გოლების კუთხით ბევრად უნდა მოვუმატო. რამდენიმე მომენტი მქონდა, მაგრამ ჯერ გოლი ვერ გავიტანე. ვცდილობ, ამ თვალსაზრისით ჩემი თამაში გავაუმჯობესო. 20 ნომერი რატომ ავიღე? განსაკუთრებული მიზეზი არ მაქვს, თავისუფალი ძალიან ცოტა ნომერი იყო და ეს ავირჩიე. 20 ნომერი ადრეც მომწონდა, თუმცა აქამდე არასდროს მითამაშია 20 ნომრით.

ალეგრი? ახალგაზრდები ვცდილობთ მზად ვიყოთ იმ შანსისთვის, რომელსაც მივიღებთ. ვგრძნობთ მწვრთნელისა და კლუბის ნდობას და ვცდილობთ, მადლობა მოედანზე გადავუხადოთ. „ნანტი“? ახალგაზრდულ გუნდში თამაშის დროს ნანტში ნამყოფი ვარ და იქ ტურნირი მოვიგეთ. იმედი მაქვს, ამჯერადაც ყველაფერი კარგად იქნება“, – თქვა მირეტიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …