მთავარი / სიახლეები / სერია A / საინტერესო ფაქტები “იუვე” – “ინტერის” მატჩიდან

საინტერესო ფაქტები “იუვე” – “ინტერის” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ „ინტერი“ ადრიენ რაბიოსა და ნიკოლო ფაჯოლის გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს.

„იუვენტუსმა“ სერია A-ს ზედიზედ ოთხ მატჩში კარის მშრალად შენახვა 2018 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოახერხა (მაშინ მიჯრით 6 მატჩში გააკეთა იგივე).

ნიკოლო ფაჯოლი „იუვენტუსის“ რიგით მესამე ყველაზე ახალგაზრდა (21 წლის 267 დღის) ნახევარმცველი გახდა, რომელმაც სერია A-ში „ინტერის“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა. უფრო ახალგაზრდები ჯაკომო ნერი 1936 წელს (20 წლის და 291 დღის) და ანტონიო მონტიკო 1955 წელს (21 წლის და 115 დღის) იყვნენ, რომლებმაც „ნერაძურის“ გოლი გაუტანეს „იუვეს“ მაისურით.

ადრიენ რაბიო მესამე ფრანგი ნახევარმცველია, რომელმაც „იუვეს“ რიგებში „ინტერს“ გოლი გაუტანა (სერია A-ში), მიშელ პლატინისა და ზინედინ ზიდანის შემდეგ. ადრიენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მე-5 გოლი გაიტანა და ერთ სეზონში უკეთესი შედეგი „ბიანკონერიში“ არასდროს ჰქონია (5 გოლი გაიტანა 2020-2021 წლების სეზონშიც).

მას შემდეგ, რაც Opta მსგავს სტატისტიკას ითვლის (2004 წლიდან), ფილიპ კოსტიჩი „იუვეს“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ინტერთან“ ერთ მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა. სერბს მიმდინარე სეზონში „იუვეში“ ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს გაკეთებული (6).

„იუვენტუსს“ „ინტერთან“ ბოლო 17 საშინაო მატჩიდან 15 არ წაუგია (11 მოგება, 4 ფრე) და ამ პერიოდში 9-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

ადრიენ რაბიომდე ბოლო ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც „იუვე“ – „ინტერის“ მატჩში გოლი გაიტანა, დავიდ ტრეზეგე იყო (2008 წლის 22 მარტს).

ფედერიკო კიეზამ სერია A-ში 301-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. იტალიის ჩემპიონატში მისი ბოლო მატჩი 9 იანვრით („რომასთან“) თარიღდებოდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …