მთავარი / სიახლეები / მორატა: “ბარსელონაში” მივდიოდი, მაგრამ ალეგრისთან საუბარმა ყველაფერი შეცვალა”

მორატა: “ბარსელონაში” მივდიოდი, მაგრამ ალეგრისთან საუბარმა ყველაფერი შეცვალა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ დაადასტურა, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგრამ შემდეგ მასიმილიანო ალეგრისთან საუბარმა ყველაფერი შეცვალა და ტურინში დარჩენა გადაწყვიტა.

„იყო რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის „ბარსელონაც“ და შემდეგ ისინი ალეგრისთან განვიხილე, რადგან პირველ თავდამსხმელად ვთამაშობდი, მაგრამ მე არ ვარ გამოკვეთილი ფორვარდი, რომელიც ფიზიკურად ძლიერია და ტანით თამაშობს. მე მჭირდება სივრცე სირბილისთვის. ალეგრიმ მითხრა, რომ სხვა თავდამსხმელი მოვიდოდა გუნდში და მე უფრო უკნიდან ვითამაშებდი, მეორე თავდამსხმელად. ამან დახურა ყველა კარი სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებისთვის.

მომავალი? იღბლიანი ვარ, რომ ჩემი შვილები და ცოლი მზად არიან ჩემი ბედნიერებისთვის ყველაფერი გააკეთონ. მათ მხოლოდ მამისა და ქმრის სიკეთე უნდათ. გამიმართლა, რომ ალიჩე ჩემს გადაწყვეტილებებს მხარს უჭერს. სანამ ერთად ვიქნებით, შეგვიძლია ნებისმიერ ადგილას წასვლა, მთვარეზეც კი“, – თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატას ორწლიანი იჯარის ვადა ივნისში იწურება და ჯერჯერობით უცნობია, გამოისყიდის თუ არა მას „იუვენტუსი“. მიმდინარე სეზონში ესპანელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …