მთავარი / სიახლეები / “იუვეს” 19-წლამდე გუნდი უეფას ახალგაზრდული ლიგის ნახევარფინალში პენალტებში დამარცხდა

“იუვეს” 19-წლამდე გუნდი უეფას ახალგაზრდული ლიგის ნახევარფინალში პენალტებში დამარცხდა

ტურინის „იუვენტუსის“ 19-წლამდე გუნდი, რომელმაც ისტორია დაწერა და პირველი იტალიური კლუბი გახდა, რომელიც უეფას ახალგაზრდული ლიგის ნახევარფინალში გავიდა, ფინალს მიღმა დარჩა.

„იუვე“ ლისაბონის „ბენფიკასთან“ დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დამარცხდა. ტურინელებისთვის თამაში ძალიან ცუდად დაიწყო. მესამე და მეათე წუთებზე შესაბამისად ნეტომ და სემედუმ პორტუგალიელები ორი ბურთით დააწინაურეს. თუმცა, 35-ე წუთზე „ბენფიკას“ მეკარე სოარეში უხეშობისთვის გაუძევეს და რიცხობრივი უპირატესობა იტალიურმა გუნდმა გამოიყენა.

51-ე წუთზე ანგე ჟოზე ჩიბოზომ სხვაობა შეამცირა, ხოლო 73-ე წუთზე რიკარდო ტურიკიამ წონასწორობა აღადგინა. მეტის გაკეთება „იუვემ“ ვეღარ შეძლო და 0:2-დან 2:2-ს დასჯერდა. შედეგად, პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც პორტუგალიელებმა 4:3 მოიგეს.

„ბენფიკამ“ 5-დან 4 პენალტი გაიტანა, „იუვემ“ მხოლოდ – 3. თერთმეტმეტრიანები არაზუსტად შეასრულეს ნიკოლო ტურკომ და მატიას სულემ. არგენტინელმა სულაც გადამწყვეტი დარტყმა გააცუდა. ასე რომ, „იუვეს“ ფინალამდე ძალიან, ძალიან ცოტა დააკლდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …