მთავარი / სიახლეები / დე შილიო “იუვენტუსთან” კონტრაქტს 2025 წლამდე გაახანგრძლივებს

დე შილიო “იუვენტუსთან” კონტრაქტს 2025 წლამდე გაახანგრძლივებს

მატია დე შილიო ტურინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ რომეო აგრესტი იტყობინება.

როგორც ის წერს, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ყველაფერი საბოლოო ეტაპზეა. მატია კონტრაქტს 3 წლით განაახლებს და „იუვეში“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ მატია დე შილიო „იუვენტუსმა“ 2017 წელს „მილანიდან“ დაიმატა და მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა. იტალიელი მცველი 2020-2021 წლების სეზონში ფრანგულ „ლიონში“ იყო განათხოვრებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …