მთავარი / სიახლეები / სერია A / მაურო: “საფეხბურთო სისტემას “იუვესთან პრობლემა აქვს”

მაურო: “საფეხბურთო სისტემას “იუვესთან პრობლემა აქვს”

„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ტურინულ კლუბს იტალიური ფეხბურთის სისტემასთან პრობლემები აქვს.

მისთვის სხვანაირად აუხსნელია, რატომ ისჯება მხოლოდ „იუვენტუსი“ და რატომ ჩაითვალა რომაელთა პირველი გოლი.

„მილინკოვიჩ-სავიჩის უსამართლო გოლიდან 5 წუთის შემდეგ „იუვე“ სხვა გუნდს დაემსგავსა. როგორ შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს არ არის აშკარა ბიძგი? VAR-მა კადრების ნახვის შემდეგ გოლი რატომ არ გააუქმა? იმიტომ, რომ ცხადია, „იუვეს“ საფეხბურთო სისტემასთან პრობლემა აქვს!

„ლაციოსა“ და „რომას“ კურვა სუდის რასისტული განცხადებები ეპატიათ, სამაგიეროდ, ამის გამო „იუვენტუსი“ ისჯება. არ მესმის რატომ: ვეთანხმები „რომასა“ და „ლაციოს“ მიმართ ლმობიერ გადაწყვეტილებას, მაგრამ რატომ ისჯება „იუვენტუსი“, რომელმაც დამნაშავე ფანები ორ საათში იპოვა?“, – თქვა მაურომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …