მთავარი / სიახლეები / სერია A / მასიმილიანო ალეგრი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

მასიმილიანო ალეგრი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შედეგად, ალეგრი „იუვეს“ „რომასთან“ მატჩში ვერ უხელმძღვანელებს და გუნდს მის ნაცვლად ასისტენტი მარკო ლანდუჩი გაუძღვება.

ალეგრის დასჯის მიზეზი „ნაპოლისთან“ შეხვედრის ბოლოს მსაჯის მიმართ გადაჭარბებული პროტესტი გახდა, რის გამოც მაქსს დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.

შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 9 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …