მთავარი / სიახლეები / სერია A / ხედირა: “იუვეს” ბალანსი აკლია და გუნდს ლიდერი არ ჰყავს”

ხედირა: “იუვეს” ბალანსი აკლია და გუნდს ლიდერი არ ჰყავს”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა სამი ხედირამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „იუვეს“ მთავარი პრობლემა ხასიათის სიმტკიცე და ნაკლებშედეგიანობაა.

„მე „იუვეს“ ტიფოზი ვარ და ცოტა მოწყენილი ვარ. 2-3 წლის წინ „იუვემ“ ცოტა შეცვალა ფეხბურთის თამაშის იდეა და მათ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ახლა ცდილობენ გამოასწორონ. „იუვენტუსი“ ცუდად არ თამაშობს, მაგრამ ბევრ გოლს ვერ იტანს და ეს არის ნამდვილი პრობლემა. გუნდმა დაკარგა კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც ბევრი გოლი გაჰქონდა. არის სრულიად ახალი გუნდი, ახალგაზრდა ფეხბურთელების, დიდი გამოცდილების გარეშე. სტაბილურობის ნაკლებობა იგრძნობა, გუნდს ლიდერები არ ჰყავს, კიელინის და ბონუჩის თუ არ ჩავთვლით, ნახევარდაცვაში პრობლემებია. „ნაპოლისთან“ კარგი მატჩი ჩაატარეს. „იუვეს“ არა ხარისხის, არამედ ხასიათის სიმტკიცის პრობლემა აქვს და იმედი მაქვს, რომ გამოასწორებენ“, – თქვა ხედირამ.

შეგახსენებთ, რომ სამი ხედირა „იუვენტუსში“ 2015-2020 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …