მთავარი / სიახლეები / მასიმილიანო ალეგრის კომენტარი “ატალანტასთან” მატჩის შემდეგ

მასიმილიანო ალეგრის კომენტარი “ატალანტასთან” მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატალანტასთან“ (3:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან განსაკუთრებით აარონ რემზი შეაქო, რომელზეც დიდ იმედს ამყარებს.

„შესანიშნავი ტესტი იყო, კარგი „ატალანტას“ წინააღმდეგ. ყველაზე მეტად, რაც დღე მომეწონა, ის არის, რომ დავინახე სეზონის დაწყებამ, სულისკვეთება, მსხვერპლი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავიღოთ გამარჯვებისთვის. ფეხბურთელების თვისებები შესანიშნავია, მაღალი და და ჩვენ მიზნების მისაღწევად უნდა ვიმუშაოთ.

დიბალას და ბერნარდესკის გოლები? ყველა კარგ ფორმაშია, სხვებმაც კარგად ითამაშეს. ჩვენ ვართ ჯგუფი და ვხვდებით გუნდი, ფეხბურთელების თვისებები ეჭვს არ იწვევს. კრიშტიანუ? მას 60 წუთი უნდა ეთამაშა, მაგრამ 65 ითამაშაგარკვეულ მომენტებში ბურთთან ერთად სწორად მუშაობდა, ის კარგად მუშაობს, მშვიდადაა და ჩვენთვის ყოველთვის იქნება დამატებითი ღირებულება.

ლოკატელის ტრანსფერი? ლოკატელი „სასუოლოს“ ფეხბურთელია. ვფიქრობ, დღეს რემზიმ კარგად ითამაშა, ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია. დაცვის წინ მჯერა, რომ კარგი მომავალი აქვს. „ატალანტასთან“ ამ პოზიციაზე თამაში ადვილი არ იყო, თანაც მან მეორედ ითამაშა ამ პოზიციაზე, მაგრამ ძალიან კარგად. რემზი არის ფეხბურთელი, რომელსაც მე ძალიან ვენდობი“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში 22 აგვისტოს, სტუმრად „უდინეზეს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …