მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი: “რთული დრო გამოვიარე, ახლა კარგად ვარ”

ბერნარდესკი: “რთული დრო გამოვიარე, ახლა კარგად ვარ”

ტურინის „იუვენტუსმა“ ამხანაგურ მატჩში ბერგამოს „ატალანტა“ 3:1 დაამარცხა. ერთი და თან, ძალიან ლამაზი გოლი ფედერიკო ბერნარდესკიმ გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„კარგად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში ცოტა ხნის წინ დავიწყე. დაღლილობა იგრძნობა, მაგრამ ძალიან კარგად ვმუშაობთ. რამდენიმე დღის წინ ვითამაშეთ, მაგრამ დღეს თავს კარგად ვგრძნობ. რაც უფრო მეტს თამაშობ, უფრო ადვილად შედიხარ ფორმაშია.

მნიშვნელოვანი იყო კარგად თამაში, ვიცოდით, რომ ამხანაგური შეხვედრა იყო, მაგრამ ყველა თამაში მნიშვნელოვანია. შევძელით მაღალ ტემპში თამაში. მაისურის ნომრის შეცვლა? ყოველთვის ვიქნები დაკავშირებული გასულ ევროპის ჩემპიონატთან, ეს იყო ენით აღუწერელი ემოცია. სიამოვნებით განვიცდიდი იგივე ემოციას, რაღაც საოცარი იყო, ისევ აღელვებული ვარ, როცა ამაზე ვსაუბრობ, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთეთ.

ფეხბურთელს ყოველთვის სჭირდება ნდობა, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ვფიქრობ, რომ 11 ივლისს დაიხურა რაღაც წრე, ახლა ახალი სეზონი იწყება. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მომწონს მოედნის ცენტრში თამაში და ბურთთან ხშირი შეხება. ბოლო სეზონებში თავგანწირვის სურვილი გვაკლდა, გუნდად ყოფნისთვის საჭიროა, ყველამ ერთად ითამაშოს, იტანჯოს და კომპაქტურად იყოს. ეს ყველაფერი უნდა დავიბრუნოთ“, – თქვა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს პირველ ტურში 22 აგვისტოს, სტუმრად „უდინეზეს“ შეხვდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …