მთავარი / სიახლეები / მანუელ ლოკატელი: “იუვენტუსის” ინტერესი სასიამოვნოა, ეს დიდი გუნდია”

მანუელ ლოკატელი: “იუვენტუსის” ინტერესი სასიამოვნოა, ეს დიდი გუნდია”

იტალიის ნაკრებისა და „სასუოლოს“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „იუვენტუსის“ ინტერესის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს სასიამოვნოა და ტრანსფერზე ფიქრი უკვე შეუძლია, რადგან ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

„სპინაცოლასთან ჩახუტება ემოციური იყო. მან დიდებულად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ის აუცილებლად გამოჯანმრთელდება. ჩვენ ვტიროდით. კიელინისთან ენით აღუწერელია, შეშინებული ვიყავი, პენალტი ვერ გავიტანე და სამყარო დაინგრა, მან კი მითხრა: „ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ“. მუდმივად ამას მიმეორებდა. როდესაც მოვიგეთ საოცარი ბედნიერი იყო. გულში რაღაც წარმოუდგენელი ხდებოდა.

ხვალიდან ვიფიქრებ სატრანსფერო ბაზარზე. მე ამაზე არ მიფიქრა, რადგან როდესაც ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე თამაშობ, ასეთ თემაზე ფიქრი არ შეგიძლია. იტალიელებისთვის თამაშობ და აქცენტს მხოლოდ ამაზე აკეთებ.

„იუვენტუსის“ ინტერესი? სასიამოვნოა, „იუვე“ შესანიშნავი გუნდია, ეს რამდენჯერმე უკვე ვთქვი. “იუვენტუსს” ვგულშემატკივრობ? ამ წუთას ეროვნულ ნაკრებში ვარ და ამიტომ, ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი ვარ“, – თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი და სწორედ იქ უნდა გაირკვეს ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ. ტურინულ გრანდს ლოკატელისთვის კონკურენცია ლონდონის „არსენალთან“ უწევს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …