მთავარი / სიახლეები / იტალია – ინგლისი: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალია – ინგლისი: ფეხბურთელთა შეფასებები

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალში ინგლისის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა (1:1, 3:2). თამაშში გოლი ლეონარდო ბონუჩიმ გაიტანა, პენალტების სერიაში დომენიკო ბერარდიმ, ლეონარდო ბონუჩიმ და ფედერიკო ბერნარდესკიმ. ჯანლუიჯი დონარუმამ ორი დარტყმა მოიგერია. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

დონარუმა 9 – შოუს გოლზე არაფერი შეეძლო, ყურადღებით იყო სტოუნსის დარტყმაზე. გამოსვლებზე თამამი. პენალტებში კიდევ ერთხელ უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი და ასეც მოხდა. ორი სუპერსეივი სანჩოს და საკას წინააღმდეგ, როდესაც ოცნება ყველას განიავებული ეგონა ჟორჟინიოს შეცდომის შემდეგ. მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ჩვენ გვყავს.

დი ლორენცო 6 – შოუ გოლის დროს დაკარგა, შეცდომა, რომელიც მთლიანდ მის თამაშზე მოქმედებს და შეტევაშიც ვერ ერთვებოდა.

ბონუჩი 8 – დაცვაში ძალიან ყურადღებით იყო, მონაწილეობდა შეტევის დაწყებაში. ანგარიში გაათანაბრა, ბონუჩის სტილში გატანილი გოლი იყო. გატანილი პენალტი ბელოტის შემდეგ იყო სიგნალი, რომელიც გუნდს სჭირდებოდა.

კიელინი 7.5 – კეინს დასდევდა და ფიზიკური დუელი ჰქონდა. ყოველთვის კონცენტრირებული. ის არის ლიდერი ყველასთვის და ყველაფრისთვის.

ემერსონი 6.5 – როდესაც საჭირო იყო სითამამეს იჩენდა და სარწმუნო გადაწყვეტილებებს იღებდა.

ფლორენცი შ.გ – მან ტრავმის გამო 1 თვე გამოტოვა და მოედანზე ბოლო წუთები მარცხენა მცველად გაატარა.

ბარელა 5.5 – ის ბევრს, მაგრამ ცუდად დარბის. თითქმის ყველა გადაწყვეტილება არასწორი იყო, რაისთან დუელი წააგო.

კრისტანტე 6 – მაღალი ნახევარმცველი გუნდს სჭირდებოდა. კარგად ითამაშა და გოლშიც წვლილი შეიტანა.

ჟორჟინიო 7 – მან გუნდს დიდი ბალანსი მისცა, ბურთი ხშირად დაიბრუნა და ინარჩუნებდა. გაფუჭებულმა პენალტმა აპლოდისმენტების კიდევ ერთხელ მიღება შეაფეხრა, მაგრამ ის შეუცვლელია. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ევროპის ჩემპიონატიც მიგო.

ვერატი 6.5 – ფიზიკური თვალსაზრისით დაიჩაგრა, მაგრამ ბურთი არ დაუკარგავს. გოლშიც უდიდესი წვლილი შეიტანა, თავით დაარტყა!

ლოკატელი 6.5 – კარგი თამაში, სწორი გადაწყვეტილებები და შეფასებები ჰქონდა თამაშის დროს და დაამტკიცა, რომ დიდი გუნდისთვის მზადაა.

კიეზა 7 – მამა მია, რა ფეხბურთელია. ის ყოველთვის ხიფათს ქმნიდა, ჯერ მარჯვნიდან, მერე მარცხნიდან. ორჯერ ახლოს იყო გოლთან. ტრავმის გამო მაშინ დატოვა მოედანი, როცა გუნდის დახმარება კიდევ შეეძლო.

ბერნარდესკი 7 – ჯერ ფორვარდად ითამაშა, მერე გარემარბად. კარგად ჩაერთო თამაშში და პენალტიც გაიტანა.

იმობილე 5 – ბელგიასთან და ესპანეთთან იმედგამაცრუებელი მატჩების შემდეგ კიდევ ერთი თამაში ჩააგდო. თითქოს, ის თანაგუნდელებს ვერ უგებდა და სხვა ენაზე საუბრობდა. ცოტას მუშაობდა და მისი ევროპის ჩემპიონატი ჯგუფში დასრულდა.

ბერარდი 6.5 – იტალიამ მასთან ერთად უკეთ ითამაშა და უფრო ეფექტური იყო. კარგი შანსი ჰქონდა იტალია წინ გაეყვანა, მაგრამ კარს ააცილა ბონუჩის საოცარი პასის მერე. პენალტების სერია მან დამაჯერებლად დაიწყო.

ინსინიე 6.5 – მარცხნიდან დაიწყო, მერე ფორვარდადაც ითამაშა. ორჯერ კარგი საჯარიმო შანსი მიეცა, მაგრამ ცუდად დაარტყა. ცრუ ცხრიანზე აშკარად უკეთ ითამაშა. გათანაბრებაც შეეძლო, მაგრამ პიკფორდმა აჯობა

ბელოტი 6 – გუნდს დაეხმარა, რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა მოედანზე, მაგრამ კარის წინ პროდუქტიული არ არის. პენალტიც ვერ გაიტანა.

მანჩინი 8 – იმობილემ უღალატა, ბარელა დაკარგულია ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში, მაგრამ მატჩის დროს თამაშის შეცვლა მოახერხა. ის მართალი იყო, ამ გუნდის ძალა გუნდურობა გახლდათ. სათადარიგო სკამმა სხვაობა შექმნა, როდესაც ბევრი ძირითადის წევრს თამაში ჩაუვარდა. მან ლამაზი და სასიამოვნო იტალია შექმნა. ევროპის ჩემპიონი იტალია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …