მთავარი / სიახლეები / სერია A / მანუელ ლოკატელის გოლით “იუვემ” დერბიში იმარჯვა

მანუელ ლოკატელის გოლით “იუვემ” დერბიში იმარჯვა

ტურინის „იუვენტუსმა“ სანაკრებო პაუზაზე გასვლა კარგ ხასიათზე მოახერხა და „ჩელსის“ შემდეგ ტურინულ დერბიში „ტორინოც“ 1:0 დაამარცხა.

„იუვე“ უპირატესობას ფლობდა და საწყის 5 წუთში ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჯერ მოიზე კინმა დაარტყა არაზუსტად, შემდეგ ვესტონ მაკკენიმ. ამის შემდეგ პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა, საგოლე ეპიზოდების გარეშე.

მეორე ნახევარში მოედანზე ხუან კუადრადო კინის ნაცვლად გამოჩნდა და ტურინელები უფრო გააქტიურდნენ. კოლუმბიელ ნახევარმცველს „ტორინოს“ მეკარემ აჯობა, ხოლო მანამდე მასპინძელთა კიპერმა ახლო მანძილიდან ალექს სანდროს თავურიც უკუაგდო.

საბოლოოდ, დერბი დელა მოლე მანუელ ლოკატელიმ გადაწყვიტა! მან 86-ე წუთზე შესანიშნავად ითამაშა, როცა ფედერიკო კიეზასგან კარგი პასი მიიღო და მეკარის შორეულ კუთხეში გამარჯვების გოლი გაიტანა. ლოკატელიმ „იუვეს“ მაისურით მეორე გოლი გაიტანა, სერია A-ში ზედიზედ მეორედ.

„იუვემ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო ყველა ტურნირზე, ზედიზედ მეორედ კარი მშრალად შეინახა და სერია A-ში მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ახლა ორკვირიანი სანაკრებო პაუზა დაიწყო და „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „რომასთან“ გამართავს.

„ტორინო“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:0)

ტურინი, „გრანდე ტორინო“

„ტორინო“ (3-4-2-1): მილინკოვიჩ-სავიჩი; ზიმა, ბრემერი, როდრიგესი; სინგო, პობეგა, მანდრაგორა, ოლა აინა (ანსალდი 65); ლუკიჩი (ლინეტი 65), ბრეკალო (რინკონი 84); სანაბრია (ბაზელი 76)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო; მაკკენი, ლოკატელი, რაბიო; კიეზა (კაიო ჟორჟე 89), კინი (კუადრადო 46), ბერნარდესკი (კულუშევსკი 80)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 0:1 ლოკატელი (86)

გაფრთხილება: სანაბრია (56), ლუკიჩი (62), მანდრაგორა (65) – კიელინი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (2) – 10 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: პაოლო ვალერი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …