მთავარი / სიახლეები / სერია A / “ტორინო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ტორინო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეშვიდე ტურში „დერბი დელა მოლე“ მანუელ ლოკატელის გოლით 1:0 მოიგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 6.5 – კიდევ ერთი დამაჯერებელი თამაშ, შიშის გარეშე. ალბათ, ყველაზე ცუდი ნამდვილად წარსულია.

დანილო 6 – ბრეკალოს მუდმივად ყურადღებით ეთამაშებოდა.

დე ლიხტი 6.5 – კიდევ ერთი ნდობის ლამაზი ნიშანი ალეგრის მხრიდა, რომელმაც „ჩელსის“ შემდეგ დერბიშიც ძირითადში დააყენა. მან შესანიშნავად უპასუხა ამ ნდობას.

კიელინი 7 – დერბი მისი თამაშია, „ტორინოსთან“ 18 მატჩში არასდროს დამარცხებულა და ამჯერადაც გიგანტური იყო.

ალექს სანდრო 7 – სტაბილურად დაბრუნდა მაღალ დონეზე და საუკეთესო იყო „იუვეშ“ ლოკატელის გოლამდე.

ბერნარდესკი 5.5 – თამაში მარჯვენა ფლანგზე დაიწყო და კიდევ ერთხელ ნაბიჯი უკან გადადგმა „ჩელსისთან“ კარგი მატჩის შემდეგ. მეორე ტაიმში ცენტრში უკეთესი იყო, თუმცა, ბოლო პასებში შეცდომები მაინც დაუშვა.

კულუშევსკი შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა და გოლთან ახლოს იყო, ბურთი ძელს მოხვდა.

მაკკენი 4.5 – ორი მომენტი ჰქონდა დასაწყისში, აქედან ერთი წარმოუდგენელი და ვერ გაიტანა. დაბნეული იყო და თანაგუნდელებსაც აბნევდა. წარმოუდგენლად გამოთიშული იყო თამაშს.

ლოკატელი 7.5 – არსებობს ტანჯვა და ის იტანჯება თანაგუნდელებთან ერთად. შემდეგ კი გადაწყვიტა დერბის ბედი, გულშემატკივრებისთვის, როგორც გულშემატკივარმა.

რაბიო 6 – რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩართვა საჯარიმოში, მაგრამ პასი უფრო სიღრმეში უნდა გაეკეთებინა და ვერცერთხელ მოახერხა.

კიეზა 6.5 – ამჯერად გაუჭირდა „გრანატას“ დაცვასთან, მაგრამ შემდეგ იპოვა სივრცე, რამაც გზა გაუხსნა ლოკატელის კარისკენ და გამარჯვების გოლისკენ.

კაიო ჟორჟე შ.გ – ბრაზილიელ ფეხბურთელის დებიუტი „იუვეში“.

კინი 5 – თავიდან თითქოს აქტიურობდა, მაგრამ მერე დაიკარგა და ბრემერმა აჯობა. პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

კუადრადო 6.5 – მასთან ერთად მოედანზე სხვა „იუვე“ იყო, კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ყოველთვის უნდა ითამაშოს.

ალეგრი 6.5 – „იუვემ“ ძლიერად დაიწყო, შემდეგ თამაში გათანაბრდა. ამიტომ, ალეგრიმ შესვენებაზე ცვლილება სწორად გააკეთა. „ნაპოლის“ შემდეგ „იუვემ“ 5 თამაში მოიგო და 1 ფრე ითამაშა, ყველა ტურნირზე.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …