მთავარი / სიახლეები / მაკკენი: “ალეგრისა და პირლოს შორის, ყველაზე აშკარად ერთი განსხვავება ჩანს”

მაკკენი: “ალეგრისა და პირლოს შორის, ყველაზე აშკარად ერთი განსხვავება ჩანს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ვესტონ მაკკენიმ ტელეკომპანია DAZN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც აღნიშნა, რომ ტურინულ გრანდში ბედნიერია და იმედოვნებს, რომ გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

„ამერიკულ ფეხბურთს ცოტა ხანი ვთამაშობდი, როცა გერმანიიდან აშშ-ში დავბრუნდი. შემდეგ 11 წლის ვიყავი, როცა მითხრეს, რომ 30 წლის ადამიანის მუხლები მქონდა. დედაჩემს ვუთხარი, რომ არ ვიცოდი, რომელი სპორტი ამერშია და მან მიპასუხა: „ვესტონ, რამდენად მოგწონს ფეხბურთი?“, მეც ვუპასუხე: 99.9%-ით მომწონს. შემდეგ მან მითხრა: „მაშინ, გააკეთე შენი არჩევანი“. ყველაფერი ასე დაიწყო, ჯერჯერობით, ჩანს, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, ვერასდროს გავიგებ რა მოხდებოდა ამერიკული ფეხბურთის თამაში რომ გამეგრძლებინა. ხანდახან ამაზე ვფიქრობ, მაინტერესებს ოდესმე გავხდებოდი თუ არა პროფესიონალი მოთამაშე. ვფიქრობ კი, რადგან ვარ ადამიანი, რომელიც როცა დროსა და ენერგიას ერთ რამეს უთმოვს, ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად.

დედაჩემი პირველივე დღიდან ჩემთანაა, არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა. ის დამყვებოდა ვარჯიშებზე, ყველა გასვლით თამაშზე, რომელსაც მე ვთამაშობდი „დალასის“ ახალგაზრდულ გუნდებში, ბოლივიაში, პოლონეთში, არ ჰქონდა მნიშვნელობა სად იყო თამაში. ის ყოველთვის პოულობდა სტადიონამდე მისასვლელ გზას. ჩვენს შორის კავშირი ძალიან მყარია. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ჩემს გულსა და ოცნებებს უნდა მივყოლოდი. თუ ასე გინდა, გააკეთე. რა თქმა უნდა, დღემდე ჩემი პირველი გულშემატკივარია. თამაშების მერე მესიჯებსაც მიგზავნის: „დღეს ცოტა მძიმე გამოიყურებოდი, უფრო სწრაფი უნდა იყო, უკეთ ითამაშე დაცვაში, ან კარგად ითამაშე, კარგი იყო, გამაკვირვე“.

„იუვენტუსში“ დიდი მოლოდინები გვაქვს, ეს გუნდში ყველამ იცის, რა თქმა უნდა, გვინდა ყველა ტურნირზე მაქსიმუმის მიღება, ყველაფრის მოგება. თუმცა, ამ მომენტში ჯობია მხოლოდ თითო ნაბიჯის გადადგმაზე ვიფიქროთ, თამაშიდან თამაშამდე. თუ ახლა დავიწყებთ ფიქრს ჩემპიონთა ლიგის ან იტალიის თასის მოგებაზე, სერია A-ში კონცენტრაციას დავკარგავთ, პირველ რიგში გასამართ მატჩებზე. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივაღწიოთ.

„იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ. მე ვოცნებობდი დიდ კლუბში თამაშზე, ეს არის კლუბი, რომელსაც მნიშვნელოვანი ისტორია აქვს, ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. თუმცა, ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია, არის აღმავალი და დაღმავალი პერიოდები. ფეხბურთი დიდი ბიზნესია და თუ შენსას ვერ გააკეთებ ისეთ დიდ კლუბში, როგორიც „იუვენტუსი“, წასვლა მოგიწევს. ახლა ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, რომ აქ დიდხანს დავრჩები, მაგრამ არასოდეს იცი, რა გელით მომავალში.

ჰარი პოტერისადმი გატაცება გერმანიაში ყოფნისას გამიჩნდა. დედაჩემმა მითხრა, რომ ბებიამ მიყიდა ჰარი პოტერის წიგნების მთელი კოლექცია. ძალიან ბედნიერი ვიყავი, გარეკნების დიზაინი მომეწონა, აბსურდია, მაგრამ სწორედ ამიტომ შემიყვარდა.

პირლო და ალეგრი – ორივე შესანიშნავი ადამიანია. ვფიქრობ, მათ შორის, ყველაზე დიდი განსხვავება გამოცდილებაა. არ ვიცი ალეგრი რამდენი წელია მწვრთნელია, ის უკვე მუშაობდა „იუვეში“, იცნობდა რამდენიმე ფეხბურთელს, მან იცის, როგორ მუშაობს გუნდი. პირლომ ცოტა ხნის წინ დაასრულა საფეხბურთო კარიერა და პირდაპირ ისეთი გუნდის მწვრთნელად წავიდა, როგორიც „იუვეა“, სადაც დიდი ზეწოლა და დიდი მოლოდინია. პირლომ იცის, როგორ მართოს წეზოლა, ამას მთელი კარიერის განმავლობაში აკეთებდა, მაგრამ ვფიქრობ, ცოტა სხვაგვარადაა მწვრთნელის შემთხვევაში ზეწოლა, როცა შენ მოედნის გვერდით ხარ და არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. ჩემთვის ამ ორს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება გამოცდილებაა.

იტალიაში ყველაზე მეტად ტაქტიკური ასპექტით გავიზარდე. ეს ნამდვილად ჰგავს ჭადრაკის თამაშს. ჯერ გარკვეულ პოზიციაზე ხარ, შემდეგ, როცა ბურთი მოედნის ერთ წერტილშია, მეორე მხარეს უნდა იყო. თავიდან დაცვითი ფაზის ფუნქციების შესრულება გამიჭირდა, რადგან გერმანიაში თავისუფლად შემეძლო ენერგიის აღდგენა, სირბილი და პოზიციის დაკავება. აქ სხვაგვარადაა: „ვეს, ახლა შენ დარჩი, აი, იქ წადი“. შეტევაში შემიძლია გუნდს დავეხმარო ჩემი სირბილით, საჯარიმოში ჩართვით, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან ენერგიულია. „ჩეზენასთან“ ამხანაგური მატჩის შემდეგ ალეგრიმ თქვა, რომ მაკკენის სეზონში 10 გოლის გატანა შეეძლო და ახლა ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება შემიძლია. ამის იმედი მაქვს, ეს კარგი მიღწევა იქნება ჩემთვის და გუნდისთვისაც“, – თქვა მაკკენიმ DAZN-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ვესტონ მაკკენი „იუვენტუსის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს და 70 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, მიმდინარე სეზონში 24 თამაშში თავი 4 გოლით გამოიჩინა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …