მთავარი / სიახლეები / ლოკატელი: “გადაწყვეტილებას ევრო 2020-ის მერე მივიღებ, კარნევალის უკვე ველაპარაკე”

ლოკატელი: “გადაწყვეტილებას ევრო 2020-ის მერე მივიღებ, კარნევალის უკვე ველაპარაკე”

იტალიის ნაკრების შეკრებაზე მყოფმა მანუელ ლოკატელიმ კომენტარი გააკეთა მის ირგვლივ არსებულ სატრანსფერო ჭორებზე და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.

„სატრანსფერო ბაზარი? ახლა მხოლოდ ლაპარაკია. ფანტასტიკური ტურნირი მაქვს სათამაშო, ჩემთვის ეს პირველია, ამიტომ, მე მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული.

ნორმალურია, რომ არსებობს ჭორები, მაგრამ ეს ჩემზე გავლენას არ ახდენს. ვიცი, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება მომიწევს. მე უკვე ველაპარაკე კარნევალის და ვიცი რა გზა უნდა გავიაროთ“, – თქვა ლოკატელიმ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობებით „იუვენტუსი“ ლოკატელის სანაცვლოდ „სასუოლოს“ 25 მილიონ ევროს და ერთ-ერთ ფეხბურთელს, ნიკოლო როველას ან ნიკოლო ფაჯიოლის სთავაზობს, მაგრამ ისინი 40 მილიონ ევროს ითხოვენ. ლოკატელით სხვა კლუბებიც დაინტერესებულნი არიან – „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „შახტარი“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …