მთავარი / სიახლეები / პაოლო პაგანინი: “დონარუმას ტრანსფერი პარატიჩის წასვლის გამო ჩაიშალა”

პაოლო პაგანინი: “დონარუმას ტრანსფერი პარატიჩის წასვლის გამო ჩაიშალა”

ტურინის „იუვენტუსმა“ ჯანლუიჯი დონარუმა ვერ დაიმატა და აქცენტს მომდევნო წლებში ისევ ვოიცეხ შჩესნიზე გააკეთებს. „რაი სპორტის“ ჟურნალისტმა პაოლო პაგანინიმ განაცხადა, რომ სიტუაცია ფაბიო პარატიჩის გათავისუფლების შემდეგ შეიცვალა, რომელიც დონარუმას ტრანსფერის მომხრე იყო.

“დონარუმას „იუვენტუსში“ გადასვლის ოპერაციას ფაბიო პარატიჩი ამზადებდა, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ სტრატეგია შეიცვალა და კერუბინიმ დონარუმაზე უარი თქვა. გარდა ამისა, შჩესნის გაყიდვაზე კლუბს წინადადებაც არ მიუღია. თუმცა, როდესაც საქმე გვაქვს 31 წლის და 22 წლის მეკარეებთან, რომელიც თავისუფალი აგენტია, ალბათ გარისკვა შეიძლებოდა. ფეხბურთში არასდროს უნდა თქვა არასდროს, მაგრამ დღეისთვის პსჟ-ში დონარუმას ტრანსფერთან დაკავშირებით არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“, – თქვა პაგანინიმ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ჯანლუიჯი დონარუმას თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …