მთავარი / სიახლეები / ლოკატელი: “ბავშვობის ოცნება ამიხდა”

ლოკატელი: “ბავშვობის ოცნება ამიხდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეულმა მანუელ ლოკატელიმ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მცირე, მაგრამ პირველი კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ამაზე ბავშვობიდან ოცნებობდა.

„ეს არის ახდენილი ოცნება. ეს არის ბავშვის ოცნება, რომელიც ძალიან ბევრს შრომობა, რომელმაც ყველაფერი გაიღო მოედანზე, რომ „იუვეში“ მოხვედრილიყი, რომელსაც მოედანზე გასვლა გულშემატკივრებისთვის სურს. მოუთმენლად ველოდები „იუვეს“ სტადიონზე მოედანზე გასვლას და ეს მხოლოდ ამოსავალი წერტილია“, – თქვა ლოკატელიმ.

მანუელ ლოკატელი „სასუოლოში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 99 მატჩში თავი 7 გოლუთ და 11 საგოლე პასით გამოიჩინა. მან ფეხბურთის თამაში „ატალანტას“ აკადემიაში დაიწყო, მერე „მილანში“ გადაინაცვლა, რომლის მთავარ გუნდში 63 თამაშში 2 გოლი გაიტანა (ერთი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ).

2020 წელს მანუელს იტალიის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი და მას შემდეგ 15 შეხვედრაში მეტოქეები სამჯერ დაამწუხრა (2 გოლი გაიტანა ევრო 2020-ზე) და ერთი თვის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …