მთავარი / სიახლეები / ლოკატელის ტრანსფერზე “სასუოლოსთან” შეხვედრა გაიმართა

ლოკატელის ტრანსფერზე “სასუოლოსთან” შეხვედრა გაიმართა

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფედერიკო კერუბინი „სასუოლოს“ სპორტულ დირექტორ ჯანი კარნევალეს შეხვდა. მიზეზი რა თქმა უნდა, მანუელ ლოკატელია.

იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის დისტანცია კვლავ რჩება და შეთანხმება მიღწეული არაა, მაგრამ საფუძველი მაინც არსებობს ოპტიმიზისთვის. ლოკატელის მხოლოდ „იუვენტუსში“ გადასვლა უნდა და ფეხბურთელის დიდი სურვილი ტრანსფერის წარმატებით დახურვის მთავარი საწინდარია.

იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსმა“ „სასუოლოს“ 30 მილიონი შესთავაზა. გარდა ამისა, ტურინელთა სურვილია ზუსტად იგივე ფორმულა გამოიყენონ, რაც ფედერიკო კიეზას შემთხვევაში გამოიყენეს – ორწლიანი იჯარა გამოსყიდვის ვალდებულებით. “სასუოლომ” 30-მილიონიანი შეთავაზება უკვე უარყო, მათ არც ტრანსფერის ფორმულა მოსწონთ, რადგან “არსენალი” 40 მილიონს პირდაპირ იხდის.

თუმცა როგორც ვთქვით, ლოკატელის „იუვეში“ თამაში სურს, რაც გარიგებაზე ყოველშემთხვევაში ჯერჯერობით გავლენას ახდენს. ამიტომაც, მხარეები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, “იუვენტუსს” სხვა წინადადების წარდგენა მოუწევს, ან იტალიელ ფეხბურთელს დაკარგავს.

მხარეები უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ შეხვდებიან და შესაძლოა, ყველაფერი იმ შეხვედრაზე გადაწყდეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …