მთავარი / სიახლეები / ექიმების არასწორი გათვლა: არტურს ოპერაცია გაუკეთეს და 3 თვე ვერ ითამაშებს

ექიმების არასწორი გათვლა: არტურს ოპერაცია გაუკეთეს და 3 თვე ვერ ითამაშებს

„იუვენტუსმა“ ახალი სეზონისთვის მზადება ორი დღეა დაიწყო და არტური უკვე გუნდს 3 თვით გამოაკლდა.

ბრაზილიელ ფეხბურთელს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა, მას ტრავმა ჯერ კიდევ გასული წლის 16 დეკემბრიდან აწუხებდა, როცა „ატალანტასთან“ მატჩში დაშავდა.

არტური მოედანზე 3 თვე ვერ გავა, რაც ნიშნავს, რომ ვერც პრესეზონში მიიღებს მონაწილეობას და სეზონის სასტარტო თამაშებსაც დააკლდება.

„იუვენტუსი“ არტურის გარეშე სერია A-ს 6 და ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩს მინიმუმ გამართავს. ეს იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ ტურინელების მედიკოსებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ფეხბურთელი ოპერაციის გარეშე გამოჯანმრთელდებოდა და სეზონის დასრულების შემდეგ ამიტომ არ მოხდა ქირურგიული ჩარევა. თუმცა, ექიმები შეცდნენ. ახლა კი, როცა სეზონი კარსაა მომდგარი, ფეხბურთელი გუნდს გამოაკლდა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „იუვენტუსმა“ 2 თვე დაკარგა…

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …