მთავარი / სიახლეები / კუადრადო: “არანაირ შეთავაზება უარი არ მითქვამს”

კუადრადო: “არანაირ შეთავაზება უარი არ მითქვამს”

ხუან კუადრადოს „იუვენტუსიდან“ შესაძლო წასვლაზე ხმები ბოლო დროს დაირხა, რომლის მიხედვით, მან ხელფასის დაკლებაზე უარი თქვა და კლუბის ხელმძღვანელობასთან სიტუაცია დაეძაბა.

თუმცა, კუადრადო ამ ჭორებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ყველაფერი უარყო.

„იუვენტუსში“ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არანაირ წინადადებაზე უარი არ მითქვამს, რადგან მოლაპარაკებაც არასდროს ყოფილა და არაფერი შემოუთავაზებიათ. დიდ პატივს ვცემ ჩემს კლუბს და ჩემს თანაგუნდელებს“, – დაწერა სოციალურ ქსელში კუადრადომ.

შეგახსენებთ, რომ ხუან კუადრადო „იუვენტუსში“ 2015 წელს ლონდონის „ჩელსიდან“ გადავიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …