მთავარი / სიახლეები / რაბიო: “იუვეს” დატოვებაზე არ ვფიქრობ, კლუბთან კონტრაქტი მაქვს”

რაბიო: “იუვეს” დატოვებაზე არ ვფიქრობ, კლუბთან კონტრაქტი მაქვს”

ადრიენ რაბიომ განაცხადა, რომ „იუვენტუსის“ დატოვებაზე არ ფიქრობს. როგორც მან ფრანგულ მედიას განუცხადა, კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და წასვლის საფუძველი არ არსებობს, რითაც გამოეხმაურა ჭორებს, რომლის თანახმად, მიმდინარე ზაფხულს „იუვედან“ წავა.

„პირადად მე კლუბთან არ მილაპარაკია. ასეთ საკითხებს ჩემი აგენტი აგვარებს. „იუვენტუსთან“ კონტრაქტი მაქვს და არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ კლუბის დატოვებაზე ვიფიქრო. „იუვეში“ კარგი პერიოდიც მქონდა და ცუდიც, გუნდურ დონეზე რთული სეზონი გვქონდა, მაგრამ მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ“, – თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან ტურინულ გრანდში ჩატარებულ 129 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …