მთავარი / სიახლეები / ბუფონი: “კალჩოპოლში სხვა გუნდებიც იყვნენ, მაგრამ საფასური მხოლოდ “იუვეს” გადაახდევინეს”

ბუფონი: “კალჩოპოლში სხვა გუნდებიც იყვნენ, მაგრამ საფასური მხოლოდ “იუვეს” გადაახდევინეს”

ჯანლუიჯი ბუფონმა 2006 წლის კალჩოპოლის სკანდალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მაშინ საფასური მხოლოდ „იუვენტუსს“ გადაახდევინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სკანდალში სხვა გუნდებიც მონაწილეობდნენ.

„კალჩოპოლის პერიოდი ნამდვილად ძალიან ცუდად მახსენდება. საფასური „იუვემ“ გადაიხადა, მაგრამ მასში სხვა კლუბები და სხვა მენეჯერებიც იყვნენ ჩართული. მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ გადავწყვიტე კლუბისა და „იუვეს“ გულშემატკივრებისთვის მადლობა გადამეხადა სერია B-ში დარჩენით, ამ არჩევნის უკან ბევრი რამ იდგა. სწორედ ამიტომ, „იუვენტუსში“ ჩემი საუკეთესო გამარჯვება კონტესთან ერთად მოგებული პირველი სკუდეტო იყო. ამ წარმატებამ 2006 წლის არჩევანს მნიშვნელობა შესძინა“, – თქვა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს „კალჩოპოლის“ სკანდალის შედეგად „იუვენტუსი“ სერია B-ში დააქვეითეს და 17 ქულა დააკლეს, მაგრამ გუნდმა ამის მიუხედავად უმალვე მოახერხა ელიტაში დაბრუნება. სკანდალში მაშინ სხვა გუნდებიც იყვნენ გარეულნი, მათ შორის „მილანი“, „ფიორენტინა“ და „ლაციო“, მაგრამ სამივე გუნდის შემთხვევაში სასჯელი მსუბუქი იყო, სერია A-ში ქულების დაკლება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …