მთავარი / სიახლეები / კიელინი: “რონალდუ ადრე რომ წასულიყო, უკეთესი იქნებოდა”

კიელინი: “რონალდუ ადრე რომ წასულიყო, უკეთესი იქნებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინი DAZN-თან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ის ადრე წავიდოდა.

ჯორჯომ იგულისხმა გასული სატრანსფერო ფანჯარა და რონალდუს 28 აგვისტოს წასვლა, რადგან ასე გუნდმა შოკი მიიღო და სეზონს მოუმზადებელი შეხვდა.

„ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა ზაფხულში წასულიყო, რადგან ჩემი აზრით, ჩვენ ურთიერთობის იმ დონეზე მივედით, როდესაც კრიშტიანუს ახალი სტიმული და გუნდი სჭირდებოდა, რომელიც მისთვის ითამაშებდა, რადგან, როცა ის ასეთ გუნდშია, ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამას ამტკიცებდა თავისი კარიერის განმავლობაში, ჩვენთან ყოფნის სამწლიან პერიოდში და ახლაც ამტკიცებს.

იუვენტუსში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს. ცხადია, რონალდო რომ დარჩენილიყო, ჩვენთვის დამატებითი ღირებულება იქნებოდა და სიამოვნებით გამოვიყენებდით მას, მაგრამ ასე გუნდი უფრო ორიენტირებული იქნებოდა აწმყოზე და არა მომავალზე.

ის 28 აგვისტოს წავიდა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა ადრე რომ წასულიყო. ასე უკეთ მოვემზადებოდით და ამის გამო გარკვეული საფასურის გადახდაც მოგვიწია, თუნდაც სეზონის სტარტზე დაკარგული ქულები, ამიტომ, ბოლოს წასვლა ცოტა შოკისმომგვრელი იყო. 1 აგვისტოს რომ წასულიყო, გვექნებოდა დრო სიტუაციასთან უკეთ მოსამზადებლად და ჩემპიონატის სტარტს უფრო მზად შევხვდებოდით“ – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსში“ 2018-2021 წლებში 134 შეხვედრაში თავი 101-ჯერ გამოიჩინა და „მანჩესტერში“ 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …