მთავარი / სიახლეები / “ზენიტი” – “იუვენტუსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ზენიტი” – “იუვენტუსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ზენიტი“ დეიან კულუშევსკის გოლით 1:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 6.5 – შორეული დარტყმა მოიგერია და აგრძელებს კარის მშრალად შენახვას.

დე შილიო 7 – თუ შეცდომას უშებს, შემდეგ ასწორებს, კლაუდინიომ ბურთი მოპარა და „იუვე“ გადარჩა, მარცხნივ უკეთესი იყო, ვიდრე მარჯვნივ და აქედანვე იპოვა გადამწყვეტი ჩაწოდება. დაბრუნდა?

ბონუჩი 6 – „ზენიტი“ საშიში არ იყო, მაგრამ ზოგჯერ არასწორად იმოქმედა.

დე ლიხტი 6.5 – კლდოვანი, ჩემპიონთა ლიგა მისი ჰაბიტატი ხდება.

ალექს სანდრო 6 – არ იყო საუკეთესო კონდიციაში, მხოლოდ საშინაო დავალება შეასრულა.

კუადრადო 6 – მცველად ითამაშა, რომელიც ტემპის ამაღლებას ცდილობდა, მაგრამ დიდად არ გამოუვიდა.

მაკკენი 5.5 – ძნელად გასაგებია სად გაქრა ის ბიჭი, რომელიც გასული სეზონის პირველ ნაწილში იყო და ყველა გააოცა. ის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, მეტისმეტს. მორატამ პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ბურთი მეკარეს გაარტყა, დე შილიოს ჩაწოდებას კი სწორ ადგილას იყო, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

ლოკატელი 6 – ნახევარდაცვაში საუკეთესოა მანამ, სანამ ძალა აქვს, ცდილობდა შეტევას სიღრმეზეც.

არტური 6.5 – თავიდანვე ყვითელი ბარათი მიიღო და სათამაშო დრო გაეზარდა.

ბენტანკური 6 – საკმაოდ კარგად ითამაშა, ბოლოს დაღლილობის გამო შეცვალეს.

რემზი შ.გ – უელსელმა ბოლო წუთები ითამაშა და სახიფათო ჯარიმა აიკიდა.

ბერნარდესკი 5.5 – ბურთი სახიფათო ზონაში დაკარგა და „ზენიტმა“ ვერ ისარგებლა. ალეგრის დონაბ აქვს, მაგრამ ბოლომდე ვერ იხსნება.

კულუშევსკი 7 – გოლამდე მოედანზე ალბათ ყველაზე ცუდი იყო. მაგრამ ეს არის გოლი, რომელმაც გუნდი პრაქტიკულად მერვედფინალში გაიყვანა.

მორატა 5.5 – რუსების დაცვაში დაიკარგა, მაკკენის კარგი პასუ გაუკეთა, მაგრამ მან ვერ გამოიყენა.

კიეზა 6.5 – ის არის ის, ვინც ცდილობს ყველაზე სახიფათო იყოს.

ალეგრი 6 – „იუვე“ გოლს არ უშვებს, ზედიზედ მეოთხე მატჩია კარი მშრალად შეინახა. მაგრამ გოლების გატანა უჭირს, რადგან მორიგი თამაში მოიგო 1:0, რაც ამ მომენტისთვის საკმარისია და წინ მიიწევს. კვალიფიკაცია იპოთეკურია, ახლა შეუძლია ყურადღება ჩემპიონატში ქამ-ბექს დაუთმოს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …