მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ლუკაკუს წინააღმდეგ სათამაშოდ მთელი გუნდი მზადაა”

კიელინი: “ლუკაკუს წინააღმდეგ სათამაშოდ მთელი გუნდი მზადაა”

იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ბელგიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ვეტერანმა მცველმა ტრავმა მოირჩინა და ახლა მხოლოდ რობერტო მანჩინის გადასაწყვეტია, ითამაშებს თუ არა.

კიელინი ფიქრობს, რომ რომელუ ლუკაკუს წინააღმდეგ სათამაშოდ არა მარტო ის, არამედ მთელი გუნდი მზადაა.

„მოხარული ვარ, რომ ტრავმა მოვირჩინე. კიდევ ერთი ვარჯიში გვაქვს დღეს და ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა გრძნობის განცდა, რაც მოედანზე მეუფლება. ლუკაკუ? ყველანი მზად ვიქნებით, არა მხოლოდ მე. ეს დიდი გამოწვევაა ულამაზეს სტადიონზე. კმაყოფილები ვართ, რომ აქ ვარჯიში შეგვიძლია და შემდეგ გვექნება კიდევ ერთი დღეს, რომ თამაშისთვის კარგად მოვემზადოთ.

ჩვენი გუნდი ძლიერია. მწვრთნელს ბევრი საფიქრალი აქვს, რადგან ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ პირველი წუთიდან თამაშის ამბიცია ყველა მათგანს აქვს. ჩვენ ზრდის დიდი გზა გამოვიარეთ, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა.

როგორ უნდა მოვიგოთ? რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ, დეტალებს ყურადღება მივაქციოთ, რადგან ამას შეუძლია გავლენა იქონიოს და მცირე შეცდომებიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. როგორც კაპიტანი, ვეცდები გუნდის წნეხი შევამცირო, სიტუაციის დამძიმება საჭირო არ არის. ლუკაკუს ყველა ჩვენგანი დიდ პატივს სცემს, ვიცით, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია და გასულ სეზონში „ინტერისთვის“ რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მაგრამ, მხოლოდ მასზე საუბარი ბელგიის სხვა ფეხბურთელების შეურაცხყოფა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ რომელუც და მეც ამაღამ მშვიდად დავიძინებთ“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ბელგიის მატჩი 2 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …