მთავარი / სიახლეები / რობერტო მანჩინის პრესკონფერენცია ბელგიასთან მატჩამდე

რობერტო მანჩინის პრესკონფერენცია ბელგიასთან მატჩამდე

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ბელგიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. გამოცდილმა სპეციალისტმა თქვა, რომ მისი გუნდი თავის თამაშს ითამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძალიან მაღალი დონის ჰყავთ.

„შემადგენლობა? ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილება არ მიმიღია, არჩევანის გაკეთება გვიწევს, მაგრამ კარგ მდგომარეობაში ვართ, მხოლოდ 1-2 პოზიციაზე არაა გადაწყვეტილი ვინ ითამაშებს. ბელგია შესანიშნავი გუნდია, ბოლო სამი წელია რეიტინგის სათავეშია. ისინი დე ბრუინისა და აზარის მდგომარეობაზე ინფორმაციას მალავენ? ეს სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადებიან, როგორც ჩვენ. იმედი მაქვს, რომ ორივე ითამაშებს, რადგან ეს ყველასთვის დიდი თამაშია.

ავსტრია? ვიცოდით, რომ სირთულეები გვექნებოდა. უდავოა, რომ გაგვიჭირდა, მაგრამ კარისკენ 26-ჯერ დავარტყით და დამსახურებულად მოვიგეთ. ამ ევროპის ჩემპიონატზე მარტივი თამაშები არ ჩატარებულა, უკვე გავარდნენ საფრანგეთი, ნიდერლანდები და პორტუგალია.

ბელგია? საფრანგეთთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მაგრამ ჩვენ ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, როგორც ყოველთვის. მეტოქის პატივს ვცემთ, ვიცით, ვის ვეთამაშებით, მაგრამ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. ბადე? ჩვენი ბადე უფრო რთულია, მაგრამ როგორც ვთქვი, ადვილი თამაშები არ არსებობს. ჩვენს ხარისხში დარწმუნებულნი ვართ“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ბელგიის ნაკრებთა მატჩი 2 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …