მთავარი / სიახლეები / კიელინი: “თუ ისე ვითამაშებთ, როგორც გვინდა, შედეგს მივაღწევთ”

კიელინი: “თუ ისე ვითამაშებთ, როგორც გვინდა, შედეგს მივაღწევთ”

იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში პალერმოში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. მატჩის წინ „სკუადრა აძურას“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ნოემბერში, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ ვერ გავედით, იმედგაცრუება იყო, ამის უარყოფას აზრი არ აქვს. თუმცა, ახლა დიდი დაძაბულობა არაა, ჩვენ საოცარი არაფერი უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ უნდა გავიმარჯვოთ. ხვალ შესანიშნავი ატმოსფერო იქნება სტადიონზე, კარგად ვართ და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.

პირადად მეც კარგად ვარ, გამოვჯანმრთელდი, კარგად ვვარჯიშობ, არანაირი პრობლემა და შიში არ მაქვს. დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია, რადგან მას ბევრი არჩევანი აქვს. შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურებში უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ ასევე არ გაგვიმართლა. ბულგარეთისა და შვეიცარიის წინააღმდეგ გამარჯვებას ვიმსახურებდით. იმისგან განსხვავებულის გაკეთება არ გვჭირდება, რაც „უემბლიზე“ უკვე გავაკეთეთ. ჩრდილოეთ მაკედონია აქ შემთხვევით არ არის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც გვჩვევია, შედეგს მივაღწევთ. ის ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში 2018 წელს შვედეთის წინააღმდეგაც იყვნენ, ემოციების მართვას მოახერხებენ.

მინდა კარიერა მწვერვალზე დავასრულო და მსოფლიოს ჩემპიონატზე კარგად ვითამაშო. გვინდა ყატარში წასვლა, ჩვენც და გულშემატკივრებსაც. ხვალინდელი თამაში ისტორიაში მხოლოდ წაგებით შევა? მაშინ, ეს არ უნდა დავუშვათ. ძლიერი გუნდი გვყავს, შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ. გადატვირთული გრაფიკი? ადვილი არ არის ამ კალენდრის შეცვლა და არასდროს მიფიქრია, რომ სერია A-ს ბოლო ტურის გადადება შეიძლებოდა. ენერგია გვაქვს, არ ინერვიულოთ“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მატჩი 24 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …