მთავარი / სიახლეები / “იუვეს” მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტთან კონტაქტი აქვს

“იუვეს” მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტთან კონტაქტი აქვს

ტურინის „იუვენტუსს“ რომის „ლაციოს“ ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს უკავშირებენ. Tuttomercato-ს ცნობით, სიტუაცია იდეის დონეს გასცდა.

წყაროს თანახმად, ტურინელები რამდენიმე დღეა სერბი ფეხბურთელის აგენტ მატია კეჟმანთან კონტაქტზე არიან და მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

თუმცა, „იუვეს“ ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკებების გამართვა „ლაციოსთანაც“ მოუწევს, რადგან ფეხბურთელს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და კლაუდიო ლოტიტო მას იაფად ნამდვილად არ შეელევა.

მიმდინარე სეზონში წლის ნახევარმცველმა სერია A-ში 29 მატჩში 8 გოლი და 9 საგოლე პასი მიითვალა, თუმცა, ევროპა ლიგაზე 8 თამაშში მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …