მთავარი / სიახლეები / მანჩინი: “პენალტს ვინ დაარტყამს? ჟორჟინიომ შვეიცარიის შემდეგ სიზუსტე დაიბრუნა”

მანჩინი: “პენალტს ვინ დაარტყამს? ჟორჟინიომ შვეიცარიის შემდეგ სიზუსტე დაიბრუნა”

იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში პალერმოში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. მატჩის წინ „სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ბევრი დრო არ გვქონდა, გუშინ, ნახევარ დღეში რაღაც ვცადეთ და სწორედ ამიტომ, რომ მცირე დრო გვქონდა, უმეტესად ევროპის ჩემპიონი ბიჭები გამოვიძახე. ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს და მათ იციან, რა უნდა გავაკეთოთ.

9 ფეხბურთელი, რომელიც 2017 წელს პლეი-ოფში დამარცხდა ისევ აქ არის? არ ვიცი, შეიძლება იყოს თუ არა, ეს უპირატესობა. ეს სპორტსმენების ცხოვრების ნაწილია. არის ამაღელვებელი მომენტები და იმედგაცრუებაც. როგორც კიელინიმ თქვა, უბრალოდ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ იმაზე, რაც უნდა გავაკეთოთ. იტალიამ კარგად იცის ფეხბურთის თამაში და ჩვენ მხოლოდ მოედანზე უნდა ვიფიქროთ, არა სხვა საკითხებზე. ფავორიტი პლეი-ოფში? ყველა ერთი პოზიციიდან იწყებს, ყველა თამაში 0:0-დან იწყება და 90 წუთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არ ვფიქრობ, რომ ფავორიტი არსებობს.

პენალტს ისევ ჟორჟინიო შეასრულებს? შვეიცარიასთან ორი შეცდომის შემდეგ მან 7 პენალტი გაიტანა და სიზუსტე დაიბრუნა. პრობლემა არ იქნება, თუ პენალტი დაინიშნება, დავარტყამთ. პალერმო ყოველთვის გვერდში გვედგა და ამჯერზეც ასე იქნება. ორი წლის წინ ვიყავით აქ და ძალიან სასიამოვნოა, რომ ხვალ სტადიონზე გულშემატკივრების 100%-იანი დასწრება პირველად იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ხვალინდელი თამაშის შემდეგ ყველანი ბედნიერები და კმაყოფილები ვიქნებით.

არ მგონია, რომ ამ მატჩის ბედი დასაწყისშივე გადაწყდეს, 0:0-დან იწყება, ერთი თამაშია. ისინი თავს კარგად იცავენ, ტექნიკური თვისებები აქვთ და გერმანიაში მოიგეს. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი თამაში ვითამაშოთ. რაღაც ვარჯიშზე ვცადეთ და თამაშის დროს ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. მოთმინება უნდა გვქონდეს, ისინი როგორც ვთქვი, თავს კარგად იცავენ და სივრცეებს არ ტოვებენ. ეროვნული ნაკრები არ შეცვლილა, ჩვენი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის რომ ემზადები, დრო გაქვს, სეზონის მიმდინარეობისას ეს დრო ნაკლებადაა, თუმცა გუნდი დიდად არ შეცვლილა“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მატჩი 24 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …