მთავარი / სიახლეები / კიელინი: “ამ მაისურზე ვოცნებობდი და მისთვის ვიბრძოდი”

კიელინი: “ამ მაისურზე ვოცნებობდი და მისთვის ვიბრძოდი”

ჯორჯო კიელინიმ არგენტინასთან მატჩის წინ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და იტალიის ნაკრებს დაემშვიდობა.

„ამ მაისურზე ვოცნებობდი. ამ მაისურისთვის ვიბრძოდი. ამ მაისურით გავიმარჯვე. ამ მაისურთან დაკავშირებული ყველაფერი მიყვარს. ყოველვის მჯეროდა ამ მაისურის. ბევრი რამ ვისწავლე ამ მაისურიდან. ვიტირე ამ მაისურზე. ყველა ფიქრები ამ მაისურს მივუძღვენი. ახლა დროა, უკანასკნელად ჩავიცვა და როგორც პირველი, ეს იქნება უნიკალური ემოცია, რომელიც არასოდეს დასრულდება“, – დაწერა ჯორჯომ.

შეგახსენებთ, ჯორჯო კიელინის დებიუტი იტალიის ნაკრებში 2004 წლის ნოემბერში, ფინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. მას შემდეგ მან 116 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მან ოთხჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე (2008, 2012, 2016, 2021), ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე (2010, 2014), ასევე ორჯერ კონფედერაციათა თასზე (2009, 2013) და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …