მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “ეს თასი უნდა მოვიგოთ და იტალიის მწვერვალზე დაბრუნება დავიწყოთ”

ბონუჩი: “ეს თასი უნდა მოვიგოთ და იტალიის მწვერვალზე დაბრუნება დავიწყოთ”

იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ არგენტინასთან გასამართი ფინალისიმას წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც გამოცდილმა მცველმა აღნიშნა, ეს ტიტული უნდა მოიგონ და იტალიის მწვერვალზე დაბრუნება ამ თამაშით უნდა დაიწყოს.

„ჩვენი მოვალეობაა, კიელინისთან ბოლო დღით დავტკბეთ, ის მოედანზეც და ცხოვრებაშიც დიდი თანამგზავრი იყო. ზეგიდან გავაგრძელებ იმის გაკეთებას, რასაც ყოველთვის ვაკეთებდი, ვეცდები მაგალითის მიმცემი ვიყო. კიელინისგან ვისწავლე რთულ სიტუაციებთან მოკლე დროში გამკლავება და გამოსავლის პოვნის უნარი, მე უფრო საღად მოაზროვნე ვარ. ეს არის საიდუმლო, რამაც ჯორჯო დიდებულ ადამიანად და კაპიტნად აქცია, ვეცდები გამოვასწორო ის დეფექტები, რომლებიც მაქვს. ჩემი თანაგუნდელებიც უნდა დამეხმარონ, ისევე, როგორც კიელინის და ბუფონს დავეხმარეთ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე არყოფნა? ჩვენ ბრალია, ძალიან ცოტა იყო საჭირო იქ რომ გვეთამაშა, ამ ტურნირზე თამაში მართლაც უნიკალურია ფეხბურთელისთვის.

მესი? ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი „ოქროს ბურთი“ მოიგო, ძნელია მასზე ზედსართავი სახელის მოფიქრება, ის იყო და არის კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. დიდი მადლობელი ვარ მისი ლამაზი სიტყვების გამო. არგენტინა მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა, 31 თამაში არ წაუგია, რაც შემთხვევითობა არ არის. ეს თასი უნდა მოვიგოთ და საფუძველი ჩავუყაროთ იტალიის მაღალ პოზიციებზე დაბრუნებას“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და არგენტინის მატჩი 1 ივნისს, „უემბლიზე“, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. „ფინალისიმას“ შემდეგ „სკუადრა აძურა“ ერთა ლიგისთვის დაიწყებს მზადებას, სადაც 4 მატჩს ჩაატარებს, გერმანიის (ორჯერ), ინგლისისა და უნგრეთის ნაკრებების წინააღმდეგ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …