მთავარი / სიახლეები / კიელინი: “იტალიის ნაკრებს ახლა ყველას მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება”

კიელინი: “იტალიის ნაკრებს ახლა ყველას მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება”

ჯორჯო კიელინიმ სანაკრებო კარიერაც დაასრულა. 37 წლის მცველმა არგენტინასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გულშემატკივრები ნაკრებს გვერდში სწორედ ახლა უნდა დაუდგნენ.

„ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. გასაგებია, რომ თასის მოგების იმედი გვქონდა, მაგრამ ეს წაგება ვერ წაშლის იმას, რაც იყო. როგორც გუშინწინ პრესკონფერენციაზე ვთქვი, ვიცით, რომ რთული პერიოდი გველოდება და ნაკრებთან ახლოს უნდა ვიყოთ. თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი და იმედი მაქვს, რომ მთელი იტალია, მედიიდან დაწყებული გულშემატკივრებით დამთავრებული, ახლოს იქნება ამ ნაკრებთან, რომელსაც ბევრის გაკეთება შეუძლია“, – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, ჯორჯო კიელინის დებიუტი იტალიის ნაკრებში 2004 წლის ნოემბერში, ფინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. მას შემდეგ მან 117 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მან ოთხჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე (2008, 2012, 2016, 2021), ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონატზე (2010, 2014), ასევე ორჯერ კონფედერაციათა თასზე (2009, 2013) და 2021 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. კიელინიზე მეტჯერ იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონს (176), ფაბიო კანავაროსა (136) და პაოლო მალდინის (126) აქვთ ნათამაშები.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …