მთავარი / სიახლეები / სერია A / კასანო: “იუვემ” “ჩელსისთან” დამსახურებულად მოიგო, მაგრამ ასეთი ფეხბურთის ყურება არ შემიძლია”

კასანო: “იუვემ” “ჩელსისთან” დამსახურებულად მოიგო, მაგრამ ასეთი ფეხბურთის ყურება არ შემიძლია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ განაცხადა, რომ „იუვენტუსმა“ „ჩელსი“ დამსახურებულად დაამარცხა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის სათამაშო სტრატეგია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ასეთი ფეხბურთის ყურება მას არ შეუძლია.

„იუვენტუსმა“ „ჩელსისთან“ სრულიად დაიმსახურა გამარჯვება, შეიძლებოდა 2:0 ან 3:0-იც მოეგო, ხალხის 99%-სთვის მათ ძალიან დამსახურებულად მოიგეს. შემდეგ ვაანალიზებ თამაშს და ვივიწყებ ალიბს, რომ გუნდს ორი თავდამსხმელი აკლდა. კიეზამ წარმოუდგენელი თამაში ჩაატარა, მაგრამ მე არ შემიძლია 95 წუთის განმავლობაში ასეთ თამაშს ვუყურო. მთელი თამაში დაცვა, ეს საჩემო არ არის. „იუვენტუსს“ ძალიან მაღალი სტატუსი აქვს და არ შეიძლება ასე ითამაშოს. არ ვფიქრობ, რომ „იუვენტუსმა“ ასე უნდა ითამაშოს“, – თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ლონდონის „ჩელსი“ ფედერიკო კიეზას ერთადერთი გოლით 1:0 დაამარცხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …