მთავარი / სიახლეები / მანჩინი “იუვეზე”, კიეზაზე, ევრო 2020-ზე, ერთა ლიგაზე…

მანჩინი “იუვეზე”, კიეზაზე, ევრო 2020-ზე, ერთა ლიგაზე…

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის „იუვენტუსზე“ და თქვა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნება.

გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ფედერიკო კიეზას შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია. გაიხსენა ევრო 2020 და ერთა ლიგის მოახლოებულ „ოთხთა ფინალზეც“ ილაპარაკა.

“სერია A? ჩემპიონატი სასიამოვნო და კონკურეტუნარიანია, 7-8 გუნდი იბრძოლებს სკუდეტოსთვის. ჩემი აზრით, „იუვე“ ფეხზე წამოდგება და სკუდეტოსთვის ბრძოლაში დაბრუნდება.

ერთა ლიგა? ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ალბათ, ერთა ლიგა ნაკლებად მნიშვნელოვნად ჩანს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ უნდა გვეთამაში. აქ ევროპის 4 საუკეთესო გუნდი გავიდა. ესპანეთი მორენოსა და მორატას გარეშე? მათ რამდენიმე ტრავმირებული ჰყავთ, მაგრამ ძლიერი გუნდი ჰყავთ და კარგად თამაშობენ. ხანდახან უჭირთ თამაშის ხარისხის შედეგში ასახვა, მაგრამ ძლიერები არიან.

ცოტა მენატრება კლუბში მუშაობის ყოველდღიურობა. როდესაც ნაკრებს ბევრი მატჩი აქვს, როგორც ბოლო თვეებში იყო, ცოტა ნაკლებად მენატრება, მაგრამ როცა 5 თვე თამაში არ გვაქვს, ცოტა რთული.

ერთა ლიგაზე გამოძახებული სანაკრებო სია? ეჭვები ყოველთვის არის. 23-ზე მეტი კარგი ფეხბურთელია და ვხუწვარ, რომ მათი სახლში დატოვება მომიწია. გარდა ამისა, არის 21-წლამდე ნაკრები, რომელიც ოლიმპიადაზე გასასვლელად იბრძვის და მასაც დავუთმე მოთამაშეები, რადგან წინ ორი მნიშვნელოვანი მატჩი აქვთ. იქნება მატჩები, როცა სხვა ფეხბურთელებსაც გამოვიძახებ. სერია A-ში იტალიელები დაახლოებით 33%-ს წარმოადგენენ, მაგრამ რთულ ეკონომიკურ პირობებში მე ვამბობ, რომ არიან ახალგაზრდები, რომელთაც უნდა ვენდოთ. შეიძლება თავიდან შეცდომები დაუშვან, მაგრამ ჩვენც ახალგაზრდები ვიყავით.

ევროპის ჩემპიონატი? ჩვენთვის სტიმული იყო ის, რომ თითქოს მაღალი დონის ფეხბურთელები არ გვყავდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ იტალიაში ყოველთვის იყვნენ კარგი ფეხბურთელები. განსხვავებული ფეხბურთის თამაში გამარჯვებას არ ნიშნავს, მაგრამ მინდოდა გულშემატკივრები რაღაც განსხვავებულის წინაშე გამეერთიანებინა. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს. გვინდოდა ხალხის გული მოგვეგო, ფეხბურთელებს შორის კი შესანიშნავი ურთიერთობა იყო. პრობლემები არ ყოფილა, ბიჭებს შორის ატმოსფერო მნიშვნელოვანი იყო.

ტაქტიკა? სამუშაოდ ბევრი დრო არ გვქონდა. როდესაც ბიჭები კოვერჩანოზე მოდიან, ენერგიის აღდგენას უფრო დიდი დრო ეთმობა, ვიდრე ვარჯიშს. ჩვენ ორიენტირება ძირითადად ტექნიკურ ფაქტორებზე გავაკეთეთ, შეტევების დაგვირგვინებაზე. საბედნიეროდ, ნახევარდაცვაში 3-4 ტექნიკური ფეხბურთელი გვყავდა, ამასთან, უკნიდან ბონუჩის დაწყებული შეტევები მნიშვნელოვანი იყო. პრესინგზე წასვლა იმის შიშით, რომ გოლს გავუშვებდით, მნიშვნელოვანი გახლდათ.

დონარუმა ხშირად სკამზეა? ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ითამაშა და ამ მომენტში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და არ მგონია, რომ ნავასთან კონკურენციის მიუხედავად სათადარიგო სკამზე დიდხანს დარჩენს. ვფიქრობ, რომ შეუძლია პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმაროს. ნებისმიერ შემთხვევაში არ ვფიქრობ, რომ ეს ნაკრებისთვის პრობლემა იქნება.

კიეზა ფორვარდად? მაქვს აქვს თვისებები, რომლებიც ჩემი აზრით, მომავალში აიძულებს შეტევაში ყველა როლი მოირგოს. ლორენცო ლუკა? 21-წლამდე ნაკრები ოლიმპიადაზე გასვლისთვის იბრძვის, რაც დიდი ხანია არ გაგვიკეთებია და ამიტომაც, მომიწია მისი დათმობა. ის არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც შესანიშნავი თვისებები აქვს“, – თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში 6 ოქტომბერს, ესპანეთს უმასპინძლებს, გამარჯვებული ფინალში გავა, დამარცხებული მესამე ადგილისთვის ითამაშებს. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ბელგია და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან. ერთა ლიგის „ოთხთა ფინალს“ იტალიის ქალაქები, მილანი და ტურინი უმასპინძლებენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …