მთავარი / სიახლეები / სერია A / ვიერი: “კიეზა ყველაზე ძლიერია და ყოველთვის უნდა ითამაშოს”

ვიერი: “კიეზა ყველაზე ძლიერია და ყოველთვის უნდა ითამაშოს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ „იუვენტუსის“ შესახებ კომენტარი გააკეთა და „ჩელსისთან“ მატჩი შეაფასა. „ბობომ“ ფედერიკო კიეზა შეაქო და თქვა, რომ მან ყოველთვის უნდა ითამაშოს.

„იუვენტუსმა“ სრულყოფილი თამაში ჩაატარა, როგორიც მწვრთნელს სურდა. კიეზა? პირველი ნომერია, ყოველთვის უნდა ითამაშოს, რადგან ყველაზე ძლიერია. მნიშვნელობა არ აქვს პოზიციას – ცენტრფორვარდად ან სადაც გინდა“, – თქვა ვიერიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ლონდონის „ჩელსი“ 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი ფედერიკო კიეზამ გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …